ფოტო: გიორგი გოგატიშვილი
მაისიდან მაისამდე
11 10 2018

ფოტოგრაფ გიორგი გოგატიშვილის არქივი 17 მაისის და მასთან დაკავაშირებული აქციებისა და კონტრაქციების ისტორიას ინახავს 2013-დან 2018 წლის ჩათვლით.

17 მაისი, 2013 წელი - IDAHOT დღის საპროტესტო მსვლელობა, რომელიც აგრესიულ თავდასხმაში გადაიზარდა.

18 მაისი, 2013 წელი - საპროტესტო აქცია და კონტრაქცია კანცელარიის შენობასთან.

24 მაისი, 2013 წელი - 17 მაისის დარბევების საპროტესტო აქცია დედა ენის ბაღში.

17 მაისი, 2014 წელი - "ოჯახის სიწმინდის დღის" აქცია პარლამენტთან.

17 მაისი, 2015 წელი - IDAHOT აქცია "სიძულვილისგან თავისუფალი ქუჩა"

17 მაისი, 2018 წელი - პოლიციის კორდონები - პარლამენტის და კანცელარიის მიმდებარე ტეროტიროებზე.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა