მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ელა მეიარი - “სასტიკი გზა: ორი ქალი და ფორდი ავღანეთში”
22 01 2016

შვეიცარიელი მოგზაური, მწერალი, ჟურანლისტი და ფოტოგრაფი ელა მეიარი მთელი ცხოვრების მანძილზე უპირისპირდებოდა მიღებულ წესებს და საერთაშორისო საზღვრების გადალახვას და აკრძალული ტერიტორიების კვლევას ცდილობდა.

სტალინის მმართველობის დროს ის წლების განმავლობაში სწავლობდა საბჭოთა კავშირის აღმოსავლური რესპუბლიკებს და გამოსცა წიგნების სერია, რომლებიც დღეს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტებს წარმოადგენენ.

მან დააარსა შვეიცარიის პირველი ქალთა ჰოკეის კლუბი და იყო შვეიცარიის მოცურავეთა გუნდის მონაწილე 1924 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

1930 წელს ბერლინში ხანმოკლე კინოკარიერის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა, შემდეგ კი კავკასიის მთები გადაკვეთა.

1932 წლის გამგზავრებამ რუსულ თურქისტანში მეიარს აზიური მოგზაურობების სურვილი აღუძრა. პარიზელი გამომცემელის გაცნობა მოგზაურობის ვნებისა და პროფესიული მიზნების შეთავსებაში დაეხმარა, შედეგად მეიარი აქვეყნებს ორ წიგნს: “თურქისტან სოლო” და “რუს ახალგაზრდებს შორის: მოსკოვიდან კავკასიამდე”.

1933 წელს "ინთერნეშნლ ჰერალდ ტრიბუნისთვის" მიცემულ ინტერვიუში მეიარი მოგზაურობისკენ მის ლტოლვას პირველი მსოფლიო ომის საშინელებებს უკავშირებს: “მინდოდა ევროპა დამეტოვებინა, წავსულიყავი შეძლებისდაგვარად შორს”.

მეიარი, ვისი კრედოც იყო “ვერავინ წავა? მაშინ მე წავალ”, მოწოდებული იყო ემოგზაურა იქ, სადაც სულ რამდენიმე დასავლელი კაცი და არც ერთი ქალი არ იყო ნამყოფი. მას შეეძლო თითქმის ყოველგვარი სიძნელისთვის გაეძლო. მაგალითად, მისი ყველაზე ცნობილი მოგზაურობა, რომელმაც 1935 წელს 7 თვე და პეკინიდან ქაშმირამდე ჩინური თურქისტანის გავლით 3.500 მილი მოიცვა, მეიარმა ორი ფუნტი მარმელადით, იარაღით, ვორჩესტერშირის სასმელით, საწერი ქაღალდით, ლეიკას კამერით და მოუქნელი კომპანიონის – პეტერ ფლემინგის თანხლებით დაიწყო.

შედეგად დაწერილი მეიარის გულწრფელი და პირდაპირი წიგნი, ნანახის ოსტატური და ზუსტი ჩანაწერი საუკუნეებს გაუძლებს. ბავშვისა და ახალდაბადებული ბატკნების აღწერილობა იურტის ნეხვიან იატაკზე ათასი წლის განმავლობაში დარჩება როგორც 1935 წლის თურქისტანის ვითარების ანგარიში, ისევე როგორც მისი ფოტოები. ფოტოები, რომლებსაც მეიარი იღებდა არა როგორც ხელოვნებას, არამედ როგორც დღიურებს, 1993 წელს პარიზში გამოიფინა.

მეიარმა, რომელიც ხშირად მოგზაურობდა ფეხით, ცხენზე ან აქლემზე ამხედრებული და თანაც მარტო, კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვა როდესაც აღმოსავლეთში თავის ნარკოტიკებზე დამოკიდებულ მეგობართან – ანმარი შვარცენბახთან ერთად გაემგზავრა. შემდეგ ეს მოგზაურობა აისახა წიგნში “სასტიკი გზა: ორი ქალი და ფორდი ავღანეთში”. ბოლოს ტიბეტში, 83 წლის ასაკში იმოგზაურა. გარდაიცვალა 1997 წელს.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Short review of a biography of a Swiss writer, journalist and photographer. Her well-known seven months travel from Beijing to Kashmir, the book “The Cruel Way” describing her and Annemarie Schwarzenbach’s trip to the East.

Prepared by Nino Dzandzava