ვირჯინია ვულფი: პროფესიები ქალებისთვის
ანგელოზი მოკვდა; და რა დარჩა? თქვენ მარტივად შეგიძლიათ თქვათ - დარჩა ახალგაზრდა გოგო, თავის საძინებელში, სამელნესთან ერთად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან სიცრუეს თავი დააღწია და დარჩა საკუთარ თავთან მარტო. მაგრამ რა არის ეს "საკუთარ თავთან დარჩენა"? იცით რას ვგულისხმობ? იცით რას ნიშნავს იყო ქალი? დამიჯერეთ, მე არ ვიცი. არც იმის მჯერა, რომ თქვენ იცით. არ მჯერა, რომ ვინმემ შეიძლება გაიგოს მანამ, სანამ არ გამოხატავს თავის თავს რაიმე პროფესიაში, რომლებიც იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებმა თავისი უნარების გამოვლენა შეძლონ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს აქ მოვედი - თქვენი პატივსცემა, ქალების, რომლებიც ახლა გადიხართ გზას იმისათვის, რომ გაიგოთ რას ნიშნავს ქალი, თავისი წარმატებებით და წარუმატებლობებით.
ტრანს კაცის წერილი ძველ სექსუალურ რეჟიმს
ქალბატონებო, ბატონებო და სხვებო, სექსუალური შევიწროების პოლიტიკის შესახებ ჯვარედინად გახსნილ ცეცხლში მოყოლილმა, ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა, როგორც ორ სამყაროს შორის მოქმედმა კონტრაბანდისტმა - ერთი მხრივ, "კაცების" და მეორე მხრივ, "ქალების" სამყაროებისა (ამ ორ სამყაროს, შეიძლება, სულაც არ ეარსება, ზოგიერთნი გულმოდგინედ რომ არ ცდილობდნენ მათ განცლკევებულად შენარჩუნებას ერთგვარი სქესთა ბერლინის კედლის საშუალებით). მინდა იმ ამბავს მოგიყვეთ - "ნაპოვნი ობიექტის" ან უფრო სწორად "დაკარგული სუბიექტის" პოზიციიდან - რომელიც გზაზე გადასვლისას დაიკარგა.
მიტოვებული ქვიარები: რა ზიანს აყენებს ლგბტ ასიმილაცია ჩვენი თემის ყველაზე მოწყვლად წევრებს
28 ივნისის საღამოს, ბოლო ათწლეულების ყველაზე ისტორიული ნიუ იორკის პრაიდის კვირეულის აღსანიშნავად, ორი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული ზეიმი მოეწყო. ამ ორიდან უფრო კაშკაშა და შთამბეჭდავი იყო ყველასათვის სათაყვანო 'ცეკვა პირსზე'. როცა პრაიდის აღლუმი ჟინჟლნარევ დასასრულს მიუახლოვდა, ახალგაზრდა, ჰომოსექსუალი და მეტწილად თეთრი მამაკაცების მხიარული და ენერგიული ბრბო ჰადსონის მდინარის პარკის 26-ე პირსისაკენ გაეშურა, სადაც არიანა გრანდე ღია ცის ქვეშ გამართული მაღალბიუჯეტიანი მეგა წვეულების ჰედლაინერი (მთავარი შემსრულებელი) იყო. ღონისძიება, რომელიც სრულყოფილად იყო აღჭურვილი ლაზერული განათებებით, უამრავი ჯამბოტრონით (დიდი ვიდეო ეკრანი), ფეირვერკებითა და ნახევრად შიშველი 'გო-გო' მოცეკვავეების ლეგიონით, თავზეხელაღებით ადასტურებდა ურბანული ჰომოსექსუალობის ახლადშეძენილ მოდურობას. შეშვება 80 დოლარიდან იწყებოდა, მაგრამ ამან ნამდვილად ვერ შეუშალა ხელი ენთუზიაზმით სავსე 10 000 ფანს დასეოდნენ ბილეთებს იმის სანახავად, რაც ორგანიზატორებმა მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი კლასის ლგბტ ღონისძიებად შეაფასეს.
‹‹
1
››


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია