გაუპატიურების მსხვერპლის ჩაგვრა ინტერნეტში - ჩაქოლვის თანამედროვე ვერსია
09 12 2015
გასულ შემოდგომას სტეუბენვილში მოზარდი გოგონა გააუპატიურეს. გაუპატიურების ვიდეოები და სურათები ტყვიასავით სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში. მათ შორის იყო საშინელი ვიდეოები, რომელშიც ახალგაზრდა კაცები იცინოდნენ და ხუმრობდნენ გონებადაკარგული მოზარდი გოგოს გაუპატიურებაზე. ამ კაცებიდან ორი გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს, რის შემდეგაც ასობით ადამიანი სოციალურ ქსელებში გაუპატიურების მსხვერპლს თავს ესხმოდა - ბოზსა და მატყუარას ეძახდნენ. ჩიკაგოში ორ მოზარდ ბიჭს იარაღის მუქარით 12 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდება აქვს წაყენებული. მათ გაუპატიურების ვიდეო facebook-ით გაავრცელეს. კალიფორნიაში სამი ახალგაზრდა კაცი 15 წლის გოგოს გაუპატიურებაში, გაუპატიურების სცენისათვის ფოტოების გადაღებასა და სოცილურ ქსელში გავრცელებაშია დადანაშაულებული. გაუპატიურებიდან ერთ კვირაში, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ გაუპატიურების ფოტოები მის თანასკოლელებს შორის გავრცელდა, მსხვერპლმა თავი მოიკლა. კანადაში 17 წლის რეტაი პარსონმა რამდენიმეთვიანი დაუნდობელი ინტერნეტბულინგის და შეურაცხყოფის შემდეგ თავი მოიკლა. 2011 წელს 15 წლის ასაკში რეტაი მოზარდი ბიჭების ჯგუფმა გააუპატიურა. მას შემდეგ, რაც მან ამაზე ლაპარაკი დაიწყო, რეტაი თავისი თანატოლების მხრიდან სასტიკი ბულინგის მსხვერპლი გახდა. აქ ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში სოციალური მედია გამოიყენებოდა არა მხოლოდ სექსუალური ძალადობის ფოტოებისა და ვიდეოების გასავრცელებლად, არამედ მსხვერპლზე თავდასხმისთვის, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელთ გამბედაობა ეყოთ, გაუპატიურება ემხილებინათ. მოძალადის მიერ გაუპატიურების შემდეგ ამ გოგოებს მეგობრები და უცნობები გამუდმებით ამცირებდნენ და შეუარცხყოფას აყენებდნენ ვირტუალურ სივრცეებში.  ეს არის გაუპატიურების შემთხვევების სოციალურ მედიაში გავრცელების წახალისების ეპიდემიის ზღვარი. მთელ მსოფლიოში ქალებსა და გოგოებს მიმართ ძალადობა ყოველდღიური მოვლენაა, ინტერნეტის და სოციალური ქსელების გავრცელებასთან ერთად კი ინტერნეტბულინგის და მუქარის შესაძლებლობა შეუზღუდავია. მსხვერპლის დადანაშაულებისა და შერცხვენის შედეგად თვითმკვლელობა ,,ინფორმაციული საზოგადოების“ შედეგი არ არის. ინდოეთში გაუპატიურების მსხვერპლის დადანაშაულება სამწუხაროდ გავრცელებული მოვლენაა, განაში გაუპატიურების 13 წლის მსხვერპლმა ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, მაროკოში გაუპატიურების 16 წლის მსხვერპლმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც მოძალადეზე დაქორწინება აიძულეს. როცა ამ მოვლენებზე ახალ ამბებში ვკითხულობთ, ერთხმად ვგმობთ. როცა კი ჩვენს ცხვირწინ, თვითერზე ან ფეისბუკზე ხდება, ყოველთვის გასამართლებელ საბუთებს ვპოულობთ - გოგო მთვრალი იყო, ბიჭს არ უნდოდა, შეცდომა იყო, სიტყვის თავისუფლებაა - ,,თვითონ უნდოდა გოგოს“. კულტურა და რელიგია ან განვითარებული და განუვითარებელი ქვეყნები აქ არაფერ შუაშია. იმის რწმენა, რომ მსხვერპლი რაღაცნაირად დამნაშავეა, ყველგან არსებობს და ინტერნეტი სავსეა ისეთი ვებსაიტებით, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგოების მიმართ სიძულვილს ახალისებს. პროექტი, სახელად ქალები, მოქმედება და მედია  ფეისბუკზე გენდერული ნიშნით სიძულვილის ენის შესაჩერებლად კამპანიას უძღვება. კამპანიის ორგანიზატორებმა ღია წერილი მისწერეს ფეისბუკს, რომელშიც ამ უზარმაზარი სოციალური მედიისგან იმ ჯგუფების გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც ქალების და გოგოების მიმართ ძალადობას და სიძულვილს აქეზებს - როგორებიცაა, მაგალითად, “Violently Raping Your Girlfriend Just For Laughs” და “Fly Kicking Sluts in the Uterus”.  ვინმეს რომ შეექმნა ჯგუფი, სახელით ,,შავკანიანი ადამიანის სასტიკი მკვლელობა გასართობად,“ თვალის დახამხამებაში გააუქმებდნენ (სამართლიანადაც), მაგრამ როცა ქალები და გოგოები ხდებიან სიძულვილის ენის სამიზნე, უცებ ყველა ,,სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე“ იწყებს საუბარს. ასეთი მიმართულებით ფიქრი სრულიად აბსურდული და ძალიან საშიშია. სექსუალური ძალადობის და გაუპატიურების მსხვერპლ ქალებზე ინტერნეტში თავდასხმა მეტი არაფერია, თუ არა  გაუპატიურების მსხვერპლის ჩაქოლვის, გაშოლტვის ან გაროზგვის თანამედროვე ვერსია სოციალურ ქსელში მსხვერპლის დადანაშაულება გაუპატიურებაში ისეთივე შეცდომაა, როგორც გაუპატიურების მსხვერპლის გასამართლება გაუპატიურებისთვის. გაუპატიურების მსხვერპლის დადანაშაულება ასევე გულისხმობს, რომ კაცებსა და ბიჭებს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ, გააუპატიურონ. პასუხისმგებლობა კი ქალებს ეკისრებათ, იმიტომ რომ თავისი ქცევით, ტანსაცმლით ან უბრალოდ არსებობით ,,შინაგანი მოძალადე“ გააღვიძეს კაცში. სტეუბენვილის შემთხვევაში განაჩენის გამოტანის შემდეგ ბევრმა ადამიანმა თვითერზე დამნაშავეების დაცვა დაიწყო. მათი არგუმენტი იყო, რომ ,,მათ [დამნაშავეებმა]  უბრალოდ ის გააკეთეს, რასაც ნებისმიერი იზამდა იგივე სიტუაციაში.“ ასეთი მტკიცება აბსურდულია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ კაცებისა და ბიჭების შეურაცხყოფაზე, რომლებიც არავითარ პირობებში არავის გააუპატიურებდნენ. მსხვერპლის დადანაშაულებით ინტერნეტსა თუ რეალურ ცხოვრებაში, გაუპატიურებისთვის ასეთი გამართლებისა და საბაბების მოყვანით, იმ კულტურას განვამტკიცებთ, რომელიც ამ ქცევას [გაუპატიურებას] პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. მინდა, ყველა გოგოსა და ქალს ვუთხრა: გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა არასდროს არის შენი ბრალი. მომხდარზე საუბარი არასდროსაა შეცდომა. ყველა მხდალი ადამიანის საპიროსპიროდ, რომელიც ინტერნეტსა თუ რეალურ ცხოვრებაში თავს გესხმის, არსებობს ათასობით ჩვენგანი, ვისაც შენი სჯერა და მზადაა შენს დასახმარებლად, მაშინაც კი, როცა ჩვენი სახელებიც შეიძლება, არ იცოდე. დიდი გამბედაობა არის საჭირო იმისთვის, რომ სექსუალური ძალადობა ამხილო - მაშინ როცა, არანაირი ძალა არ სჭირდება ინტერნეტში (ხშირად ანონიმურად) სიძულვილისა და შეუწყნარებლობის გავრცელებას. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ასეთი ქცევის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ონლაინ ხდება ეს, ოფლაინ თუ თვითონ გადავეყრებით. შეწყვიტეთ გამასამართლებელი საბუთის ძიება, იმიტომ, რომ გულახდილად რომ ვთქვათ, ასეთი არც არსებობს. წყარო


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია