წერილი #5
29 09 2015
წერილი ნინოს მახსოვს, ერთხელ ჩემი მეგობარი გაგაცანი და გითხარი, რომ მას თავისი სქესის ადამიანები მოსწონს . მახსოვს შენი რეაქციაც… ეს ის ტვირთია, რომელსაც დიდი ხანია ვატარებ … რისი მოხსნაც მინდა, თუმცა ვხვდები, რომ ვერ გაიგებ და სათქმელი სათქმელად მრჩება. ალბათ შენი დაკარგვის ასე რომ არ მეშინოდეს ამას იმ დღესვე გეტყოდი როდესაც გადავწყვიტე რომ მეთქვა, თუმცა იმდენად ვერ ვიმეტებ ჩვენს მეგობრობას, რომ გაჩუმება ვამჯობინე… მინდოდა მომეყოლა იმ ადამიანზე ვინც მიყვარს, მეთქვა თუ რას ვგრძნობ. გულახდილად მელაპარაკა, მაგრამ ამაოდ …. ალბათ ამ წერილსაც ამიტომ გწერ. ვწერ იმის გამო, რომ ვიცი ვერასდროს წაიკითხავ, ვიცი, რომ ვერასდროს გაიგებ ჩემს გრძნობებს .. ვერასდროს ჩაწვდები იმ შენთვის *გულისამრევი* ხალხის ფიქრებს და ოცნებებს … მინდოდა უბრალოდ გცოდნოდა, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ ..


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია