შეწყვიტეთ ქვიარ ქალებისათვის ამ შეკითხვების დასმა!
სექსუალობა არაჩვეულებრივი სასაუბრო თემაა. ის ასევე, ძალიან პირადულია. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ფიქრობს, თითქოს, ჰეტეროსექსუალობა ყველასთვის ბუნებრივ მდგომარეობაა, ჰეტერო ადამიანებისთვის საკმაოდ მაცდუნებელია არაჰეტეროსექსუალი ადამიანებისთვის დაკითხვის მოწყობა (ნებისმიერისთვის, ვინც ქვიარია -  მოიაზრება იმ "სპექტრში," რომელიც მოიცავს ლესბოსელებს, ბისექსუალებს, პენსექსუალებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ), რათა გამოიძიონ ყველაფერი მათი ორიენტაციის შესახებ. და ალბათ, არც არის გასაკვირი - ქალები, რომლებსაც იზიდავენ ქალები, განსაკუთრებით ხდებიან ამ განხილვის საგნები.


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა