ოქტომბერში აშშ-ში ორი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს
05 11 2015
ზელა ზიონა 2015 წელს აშშ–ში 21-ე მოკლული ტრანგენდერი ქალია. ოქტომბრის თვეში უკვე მეორედ მოკლეს ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი,  მკვლელობას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კატეგორია მიენიჭა. 21 წლის მსხვერპლი ღამით ბაღში ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში გასროლის შედეგად   დაჭრილი იპოვეს, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ის იქვე გარდაიცვალა.

მანამდე, 6 ოქტომბერის, პენსილვანიაში თავს დაესხნენ 22 წლის ფერადკანიან ტრანსგენდერ ქალს, კიეშა ჯენკინსს.  პოლიციის განცხადებით, მას ღამით 5–6 მამაკაცისაგან შემდგარი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ზურგში ესროლეს. The Advocate–ის განცხადებით, რეალურად წელს აშშ–ში მოკლული ტრანგენდერი ქალების რიცხვი შესაძლოა, 21–ს აჭარბებდეს, რადგან ხშირად მოკლულის მშობლები და ახლობლები ერიდებიან პოლიციის ან მედიისათვის მხვერპლის გედნერული იდენტობის გამხელას. აღსაღნისნავია, რომ მოკლული 21 ტრანგენდერი ქალიდან 17  ფერადკანიანი იყო. წყარო წყარო


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება