მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
"ტრანსგენდერი ევროპა:" ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობათა მონიტორინგი (TMM)
06 11 2015
tumblr_nmi44eadXu1rctihmo1_540 შემზარავი მონაცემები: 1,700-ზე მეტი ტრანსგენდერი ადამიანი იქნა მოკლული გასული 7 წლის მანძილზე. „ტრანსგენდერ ევროპას“ პროექტი, სახელწოდებით „ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობათა მონიტორინგი“ (TMM), გთავაზობთ განახლებულ ინფორმაციას, რომლის მიზანიცაა, მსოფლიო მასშტაბით აქტივისტებს დაეხმაროს, აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ ძალადობაზე ტრანსგენდერი და განსხვავებული გენდერული იდენტობებისა და თვითგამოხატვის მქონე ადამიანებისადმი. დღეის მონაცემებით აღრიცხულია ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობათა 1731 შემთხვევა 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მაშინ, როცა ცალკეული მკვლელობების გარემოებები გაურკვეველი რჩება გამოძიებისა და პოლიციისადმი მიმართვიანობის ნაკლებობის გამო, ბევრი დოკუმენტირებული შემთხვევა მოიცავს აგრესიის განსაკუთრებულად დიდ დონეს, მათ შორის, წამებასა და დასახიჩრებას. ბევრ ასეთ შემთხვას სამართალდამცავი ორგანოები არ იძიებენ სათანადოდ და ბევრი მათგანი თითქმის არ ხვდება საზოგადოების ყურადღების არეალში. ყველაზე მაღალი სტატისტიკა მოგვეპოვება იმ ქვეყნებში, სადაც ძლიერი ტრანსგენდერი მოძრაობაა და ლგბტ ორგანიზაციები პროფესიონალურ მონიტორინგს აწარმოებენ. ეს მიმართება მიუთითებს იმას, რომ არის კიდევ ბევრი შემთხვევა, რომლის აღრიცხვა საერთოდ არ ხდება. ჩვენი ანგარიშის მიხედვით, 2008-2014 წლებს შორის ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობის შემთხვევები ფიქსირდება მსოფლიოს ყველა რეგიონში: 1,356 მკვლელობა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის 23 ქვეყანაში; 155 მკვლელობა აზიის 16 ქვეყანაში; 112 მკვლელობა ჩრდილოეთ ამერიკაში; 94 მკვლელობა ევროპის 14 ქვეყანაში; 9 მკვლელობა აღირიცხა აფრიკის 4 ქვეყანაში; 5 მკვლელობა ოკეანეთის 4 ქვეყანაში. მაშინ, როცა ბრაზილიას (689), მექსიკას (194) და აშშ-ს (108) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, რომელიც ჯამში შეადგენს მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხული მკვლელობების 57%-ს,  კიდევ უფრო საგანგაშოა მკვლელობების რაოდენობის შეფარდება ქვეყნებში, სადაც მცირერიცხოვანი მოსახლეობაა. მაგალითად, ჰონდურასში საშუალო მაჩვენებელი აღწევს 9.32 მკვლელობას თითო მილიონზე, დომინიკელთა რესპუბლიკაში - 3.27, ხოლო ურუგვაიში - 2.94, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 3.44-ს უტოლდება ბრაზილიაში, 1.59-ს მექსიკაში და 0.34-ს აშშ-ში. „ჩვენი ანალიზი მიუთითებს, რომ შემაშფოთებლად გაიაზრდა ტრანსგენდერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მკვლელობები გასული წლების განმავლობაში,“ - ამბობს ტრანსგენდერ ევროპას უფროსი მკვლევარი, კარსტენ ბალცერი. „არსებული სტატისტიკის მიხედვით, გასული 7 წლის მანძილზე, მოკლული იქნა 20 წელს ქვემოთ მყოფი 131 ტრანსგენდერი ადამიანი. ამ 131 მსხვერპლიდან 48 იყო 18 წელს მიუღწეველი. კიდევ უფრო შიშისმომგვრელ ტენდენციაზე მიუთითებს ის, რომ გასული 2 წლის მანძილზე 14 წელს ქვემოთ 5 ტრანსგენდერი ბავშვი იქნა მოკლული,“ - ამბობს ბალცერი. 2014 წელს მოკლული 10 არასრულწლოვანიდან ერთი იყო 8 წლის ტრანს გოგონა, რომელიც 2014 წლის 18 თებერვალს ცემით მოკლა საკუთარმა მამამ რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია). მოკლულის მამას ამგვარად სურდა შვილისთვის „კაცურად“ მოქცევა ესწავლებინა. კიდევ ერთი მსხვერპლი გახლავთ 14 წლის ვანესა, რომელიც სასიკვდილო მუქარების მიღების შემდეგ ანჟელიკაში (ბრაზილია) მდებარე საკუთარი ბებიის სახლში გაიქცა, სადაც ის 2014 წლის 10 მარტს მოკლული იპოვეს. მოკლულ ტრანსგენდერ ადამიანებში ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფი არის 20-29, რაც ჯამური რიცხვის 44%-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ აღრიცხულ დანაშაულებში ცნობილ მსხვერპლთა 56%  30 წელს ქვემოთ იყო მკვლელობის დროისთვის. TMM-ის მონაცემების ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ მოკლული ტრანსგენდერი ადამიანების 65% - ის შემთხვევაში ცნობილია, რომ ისინი კომერციული სექს მუშაკები იყვნენ. აღრიცხულ მკვლელობათა 44%-ში სიკვდილის მიზეზი იყო ცეცხლსასროლი იარაღი, 23% - ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, 13% - ცემა. რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ცნობილი შემთხვევებიდან 38% იყო მოკლული ქუჩაში, ხოლო 24% - საკუთარ სახლში. წყარო