მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე: 5 ტრანსგენდერი აქტივისტი, რომელთა შესახებაც უნდა ვიცოდეთ
08 11 2015
transgender-activists
20 ნოემბერი ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღეა; ვგლოვობთ მათ, ვინც დავკარგეთ ტრანსფობიური ძალადობისა და სოციალური სტიგმების გამო; ასევე პატივს ვაგებთ მათ, ვინც დღემდე ჩვენთან ერთად იბრძვის თანასწორობისთვის. 2008 წლიდან მოყოლებული 1700-ზე მეტი ტრანსგენდერი ადამიანის მკვლელობა იქნა აღრიცხული პოლიციაში, მაგრამ, რადგან ბევრი ასევე  არ არის ოფიციალურად გაცხადებული, ჩვენ უნდა ვივარუდოთ, რომ რეალური სტატისტიკა ბევარ უფრო მაღალია. მოცემულ სტატიში გვინდა, პატივი მივაგოთ  ხუთ პიონერ ტრანს აქტივისტს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამერიკის ბევრად უფრო ინკლუზიურ ქვეყანად  ჩამოყალიბებას.
სილვია რივერა რივერამ 1970 წელს  მონაწილეობა მიიღო კრისტოფერის ქუჩის ლიბერალიზაციის პირველ მარშში და ცდილობდა ნიუ იორკის გეი უფლებების კანონპროექტის გატანას. შემდგომ წელს მან მარშა პ. ჯონსონთან ერთად დააარსა „ქუჩის ტრანსვესტიტთა აქციის რევოლუცონერები“ (Street Transvestite Action Revolutionaries (STAR) ), რომელიც იბრძოდა ამ ხმაწართმეული თემისთვის. რივერა, რომელსაც ლგბტ თემის „სინდისს“ ეძახდნენ, ბევრჯერ იყო დაკავებული პოლიციის მიერ სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზების მქონე აქციებზე, როგორებიცაა Soul Force, ირლანდიური გეი და ლესბოსელი ორგანიზაცია და ნიუ იორკის უსახლკაროთა კოალიცია, ასევე ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის გამართულ მრავალ საპროტესტო შეკრებაზე. ის დაუღალავად იბრძოდა იმისათვის, რომ დრეგ ქვინები, ტრანსგენდერი კაცები და ქალები და გენდერულად არაკონფორმული სხვა ადამიანები არ ყოფილიყვნენ გამოყენებული რასობრივ და კულტურულ ინტეგრაციაში ჩართული გეების მიერ, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ სწრაფ მოგებაზე. წლების მერე რივერა გახდა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ეკლესიის აქტივისტი და განაგებდა კვების სერვისს და ტრანს პროგრამებს. მას მიღებული აქვს ცხოვრებისეული მიღწევების ჯილდო მრავალი ორგანიზაციისგან და 2000 წელს მიწვეული იყოს სპიკერად  მსოფლიო პრაიდზე რომში. 2002 წელს, სასიკვდილო სარეცელზეც კი, რივერა იბრძოდა თავისი თემის უფლებების დასაცავად - შეხვედრა ჰქონდა ემპაიარ სტეიტ პრაიდის დამგეგმარებლებთან, რათა ხელი შეეწყო სექსუალური ორიენტაციის შესახებ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ტრანსგენდერი ადამიანის უფლებების ჩამატებისთვის ნიუ იორკის შტატის კანონმდებლობის ფარგლებში. მისი მემკვიდრეობა აგრძელებს არსებობას სილვია რივერას პროექტთან ერთად, რომელიც იცავს უმცირესობებს და სოციალურად დაუცველ ტრანს თემის წევრებს ძალადობისა და დისკრიმინაციისგან. რენე რიჩარდსი 1976 წელს რენე რიჩარდსი მზად იყო, ეთამაშა ამერიკის ღია ჩემპიონატის ქალთა დივიზიაში, მაგრამ ის დაიბადა, როგორც მამაკაცი. ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციას მისი დაბლოკვის მცდელობა ჰქონდა და ამისთვის „ქალად დაბადებული ქალის“ პოლიტიკით სარგებლობდა, მაგრამ რიჩარდსმა სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ მისი მხარი დაიჭირა. ეს იყო ისტორიული გამარჯვება. ამ გამარჯვების მიუხედავად, რიჩარდს მოუწია, გაეძლო საჯარო განხილვებისათვის, მან დაკარგა ოჯახი, მეგობრები და გამოიარა საშინელი დისკრიმინაცია ჩოგბურთის სამყაროს მხრიდან. ESPN  წერს: ... ამას ხელი არ შეუშლია ქალთა ჩოგბურთის ასოციაციისათვის, მცდელობა ჰქონოდა, რომ დენისი გამოერიცხა პროფესიონალური ტურნირებიდან, სანამ ის არ იჩივლებდა; ან თუნდაც 32-დან 25 მოთამაშეს უარი არ ეთქვა რიჩარდთან ერთად ტურნირში მონაწილეობაზე მის პირველ შეჯიბრში, რომელშიც 41 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა. ხალხი მას წაგებას უსურვებდა. რიჩარდსს მარტივად შეეძლო, ტელევიზორში ყური მოეკრა, როგორ ხუმრობდნენ მასზე ჯონი კარსონი და ბობ ჰოუპი, რომ ის იყო მოსიარულე „შერეული გუნდი“ და დაკარგა ყველაფერი ( ჰაჰაჰა) , როდესაც ძალიან დაბლიდან გადაახტა ღობეს... ან მოესმინა ჰოვარდ კოსელის ჩართვა კორტებიდან, სადაც ის ამბობდა, რომ რიჩარდსი საერთაშორისო გარჩევების საბაბია მხოლოდ იმ ინტრიგის გამო, არის ის ქალი თუ კაცი... საბოლოოდ, რიჩარდსმა დატოვა ჩოგბურთი და დაუბრუნდა ოფთალმოლოგის წარმატებულ კარიერას კალიფორნიაში, მაგრამ მისმა საჯარო ბრძოლამ გზა გაუკვალა მომავალ ტრანს ათლეტებს, როგორებიც არიან MMA მებრძოლი ფელონ ფოქსი და NCAA კალათბურთელი ქეი ალუმსი. მიშელ დილონი 1915 წელს, არისტოკრატულ ოჯახში დაბადებული და ოქსფორდის კურსდამთავრებული ექიმი, მიშელ დილონი, პირველი ტრანსგენდერი კაცი იყო, რომელმაც ფალოპლასტიკა გაიკეთა. 1930 წელს მან დაიწყო ტესტოსტერონის მიღება თანამოაზრე ექიმის დახმარებით; სწორედ ამ ექიმის მხარდაჭერით დილონმა შეცვალა თავისი დაბადების მოწმობა და  ახალი, ლეგალური სახელით ჩააბარა ტრინიტის სამედიცინო კოლეჯში, როგორც ლორენს მიშელ დილონმა. 1946 წელს დილონმა გამოსცა წიგნი „არსი: კვლევა ენდოკრინოლოგიასა და ეთიკაში, სადაც ის ტრანსსექსუალობას განიხილავს, როგორც სამედიცინო კონდიციას. ის წერდა: „როდესაც გონება ვერ ერგება სხეულს, სხეული უნდა მოვარგოთ გონებას“. 1946 და 1949 წლებს შორის მან ტრანზიციის დასასრულებლად გაიარა რიგი პროცედურები. დილონს არ უსაუბრია საკუთარ გამოცდილებაზე მოცემულ წიგნში, მაგრამ 1958 წელს რუტინული შემოწმების დროს მისი წარსული მაინც გამოაშკარავდა. არასასურველი ყურადღების გამო ის გაიქცა ინდოეთში, სადაც წლების მანძილზე სწავლობდა ბუდიზმს. 1962 წელს, 47 წლის ასაკში, გარდაცვალებამდე დილონმა გამოსცა რამდენიმე წიგნი, მათ შორის, ზრდა ბუდიზმამდე,  ბრიტანელი ახალგაზრდების საბაზისო წიგნი.  ეიპრილ ეშლი 1935 წელს, ლივერპულში დაბადებული ეშლი, იყო მეცხრე ადამინი მსოფლიოში, რომელმაც 1960 წელს  გაიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია. მან მიაღწია წარმატებას პოპ ინდუსტრიაში: იყო მოდელი „ვოგისთვის“ და ჰქონდა მცირე როლი ფილმში გზა ჰონგ კონგისკენ, თუმცა 1961 წელს ის მეგობრის მიერ მზაკვრული ქამინ აუთის მსხვერპლი გახდა. ორი წლის შემდეგ ეშლიმ შექმნა ოჯახი არტურ კორბერტთან ერთად, მაგრამ 1970 წელს მისი ქორწინება ანულირებულად გამოცხადდა, რადგან ის ქალად არ დაბადებულა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ქმარმა იცოდა ამის შესახებ. მოსამართლის განცხადებით, ეშლი არ იყო „ქალი ქორწინების მიზნებისთვის“. ის დარჩა საჯარო ფიგურად და ცდილობდა, ტრანს თემის შესახებ საზოგადოება მეტად ინფორმირებული გაეხადა. ეშლი 1980-იან წლებში განმეორებით გათხოვდა. 2004 წლის გენდერის აღიარების კანონის მიღების შემდეგ მან ახალი დაბადების მოწმობა მიიღო, ვიცე პრემიერ მინისტრის, ჯონ პრესკოტის, დახმარებით. ეშლი დაინიშნა ბრიტანული იმპერიის ორდერის წევრად ტრანსგენდერი ადამიანების თანასწორობისათვის გაწეული სამსახურისათვის. დღესდღეობით პროდიუსერები მუშაობენ, რომ მისი ისტორია ფართო ეკრანებზე გადმოიტანონ. კრისტოფერ ლი კრისტოფერ ლი ცნობილი ტრანს აქტივისტი და რეჟისორი იყო ცხოვრების მანძილზე, მაგრამ  ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებისაკენ ბიძგის მიმცემი  მისი ტრაგიკული სიკვდილი აღმოჩნდა. სან ფრანცისკოს ტრანსგენდერი ფილმების ფესტივალის თანადამაარსებელმა და ავტობიოგრაფიული ფილმის, „კრისტოფერის ქრონიკების“, რეჟისორმა თავი მოიკლა 2012 წელს, 48 წლის ასაკში. გამომდინარე იქიდან, რომ ლის არ ჰქონდა დაბადების განახლებული მოწმობა, გამომძიებელმა მისი გარდაცვალების ცნობაში მდედრობითი სქესი მიუთითა. „ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მის საფლავს დააფურთხეს“, - განაცხადა ლის მეგობარმა, ჩინო სკოტ-ჩანგმა. „ადამიანების საფლავის ქვას აწერენ, მშვიდობით განისვენე, მე კი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კრისტოფერის სული ვერ ნახავს სიმშვიდეს იმ გარდაცვალების ცნობის გამო, რომელშიც წერია „მდედრი.“ სკოტ-ჩანგმა კალიფორნიელ კანონმდებელს, ტონი ატკინსს, მიმართა. ტონიმ კი „სიკვდილის შემდეგ პატივისცემის“ კანონპროექტი წარადგინა. კანონპროექტი, რომელიც ქმნის დირექტივებს ტრანსგენდერი ადამიანების გარდაცვალების აქტის შედგენისას, ამჟამად განხილვის პროცესშია. ატკინსმა განაცხადა: „ადამიანმა უნდა განისვენოს ისეთმა, როგორიც იყო ცხოვრების მანძილზე. კანონპროექტი შეიქმნა იმის გარანტად, რომ ტრანგენდერი ადამიანების სურვილები მათ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით პატივცემული იქნება მათი გარდაცვალების შემდეგ.“ წყარო