მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
პატივის მისაგებად მივიწყებულთათვის, უსახლკაროებისა და მსხვერპლთათვის
16 11 2015
2014-11-18-tonidnewman5
ტონი ნიუმენი, "აღმასვლა - ტონი ნიუმენის ტრანსფორმაციი"-ს ავტორი
მახსოვს დღე, როდესაც 20 წლის წინ ქალაქ ნიუ-იორკში გადავწყვიტე, გამოვსულიყავი და ვყოფილიყავი ის, ვინც ჭეშმარიტად ვიყავი. შემოდგომა ახლოვდებოდა. მე ჩემნაირი ქალების ძიებაში ვიყავი და საბოლოოდ ხორცის წარმოების რაიონში ვიპოვე, მე-14 ქუჩაზე, სადაც ისინი გადარჩენისათვის იბრძოდნენ. არ შემეძლო იმის დაჯერება, რომ მართლა ასე ცხოვრობდნენ დღიდან დღემდე და ეს იყო მაშინ, როდესაც მე პირველად შევეჯახე ჩემკენ მომართულ სიძულვილს მხოლოდ იმის გამო, რომ მე აუთენტურად ვიყავი ის, ვინც ვიყავი. მთელი ჩემი ცხოვრება პროფესიონალი გახლდით, ორი უმაღლესი მქონდა დამთავრებული და არასოდეს შევხვედრივარ ამხელა მტრობასა და ძალადობას. პატარა ბავშვივით ვიყავი, რომელსაც მფარველობა და მიმართულების მიცემა სჭირდებოდა გადარჩენისათვის და აი, ამ ქალებმა მე-14 ქუჩაზე მიმიღეს მე და მასწავლეს, თუ როგორ ვყოფილიყავი დაცული, რომ არაფერი მტკენოდა და არ გავმხდარიყავი ფიზიკური ძალადობისა და ჩვენთვის უცნობი ადამიანების აგრესიის მსხვერპლი, რომლებიც გვეძებდნენ იმისთვის, რომ რამე დაეშავებინათ ჩვენთვის. ვერასდროს ვხვდებოდი, თუ რატომ მოდიოდნენ ჩვენთან მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკური ზიანი მოეყენებინათ ჩვენთვის, ჩვენი მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე. უამრავი ახალგაზრდა ქალი მახსოვს, რომლებიც, აი, ამ ძალადობის მსხვერპლი გახდა იმ წლების მანძილზე. წელს თავდასხმების, ძალადობისა და მკვლელობების რიცხვი ტრანსგენდერ საზოგადოებაში ისევ ყველაზე მაღალია სხვა ჯგუფებთან შედარებით. 25 წელი გავიდა და ჩემი საზოგადოება ისევ იმავე საფრთხის წინაშე დგას, წევრები ისევ ფართო მასშტაბებით ხდებიან თავდასხმებისა და მკვლელობების მსხვერპლნი ყოველგვარი რეზოლუციის გარეშე. ჩემი გული ეკუთვნის იმ ქალებს, რომლებიც ყოველ ღამე ჩემ გვერდით იდგნენ მე-14 ქუჩაზე გადარჩენისათვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ჭეშმარიტი ცხოვრებით გვეცხოვრა. მე ვტირი და ვიხსენებ იმ ქალებს, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით აღარ არიან. მე კვლავ მაქვს კონტაქტი ერთ ჩემს მეგობართან, რომელიც იმ პერიოდში გავიცანი. ღვთის წყალობით, ის ჩემსავით ისევ აქ არის და ჩვენ ერთად ვდგავართ და ვსაუბრობთ ჩვენს გამარჯვებაზე. მარს ვეისმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა და თანასწორობის ადვოკატმა, ჩემი მემუარების, „აღმასვლის“, წინასიტყვაობაში დაწერა: ”მე, ჩემი 60 წლის ცხოვრების მანძილზე, ვიყავი აქტივისტი და ადვოკატი ეკონომიკური, გარემოს დაცვის, კულტურული და პოლიტიკური სამართლისთვის. დაახლოებით გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვიყავი ჩართული და მხარს ვუჭერდი სამოქალაქო უფლებებსა და თანასწორ არჩევნებს აფროამერიკელი, ლათინოამერიკელი, აზიელი და ადგილობრივი ამერიკელი ხალხისთვის, ასევე ქალებისთვის, ხანდაზმული მოსახლეობისთვის, ახალგაზრდებისთვის, მომუშავე ოჯახებისთვის, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, სამხედრო ვეტერანებისთვის, გეებისა და ლებოსელებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, უმუშევრებისთვის, სახელმწიფოსგან დახმარების მიმღები ადამიანებისთვის, საზოგადოებრივი საცხოვრებლის მაცხოვრებლებისთვის, სასოფლო-სამეურნეო მუშაკებისთვის, უსახლკაროებისა და სხვა ბევრი დაჯგუფებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში და უფრო მოგვიანებით კი, სრულიად მთელ მსოფლიოში. მთავარი, რაც ღრმა ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან ვისწავლე, არის ის, რომ ადამიანები არიან ადამიანები. ყველა ყველგან არის ერთმანეთის მსგავსი. ჩვენ ყველა ვზრუნავთ და ვფიქრობთ ერთ უმნიშვნელოვანეს რამეზე: ეს არის ჩვენი საარსებო წყარო და ჩვენი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა. ტრანსგენდერი ადამიანები, მიუხედავად მათი უჩვეულო და ატიპიური ცხოვრების სტილისა, არიან ზედმიწევნით სხვა ადამიანთა მსგავსი ჩვენს სამყაროში მათი ჰუმანურობიდან და კეთილშობილებიდან გამომდინარე.” ჩემი აზრით, ტრანსგენდერი ადამიანების ისტორია არის საინტერესო ამბავი სიმამაცესა და რწმენაზე. იგი ეხება დამალულ საზოგადოებას ამერიკულ კულტურაში. ხალხთა უმრავლესობას არ აქვს შეხება ტრანსგენდერ ადამიანებთან ცხოვრებაში. მე მინდა გამოვსახო ჯგუფი, რომლის ხილვადობაც ძალიან მცირეა. სტატისტიკის თანახმად, დაახლოებით 0.3% ზრდასრული ამერიკელებისა არის ტრანსსექსუალი. ეს არის დაახლოებით 700,000 ადამიანი. ფერადკანიანი ტრანსგენდერები კი კიდევ უფრო მცირერიცხოვანი დაჯგუფებაა, თუმცა ჩვენ ზუსტად იგივე ფასი და ღირსება გვაქვს, როგორიც - ყველა სხვა დანარჩენ ადამიანს. ჩვენ გვჭირდება სიყვარული, პატივისცემა და კეთილშობილება ისევე, როგორც ყველა სხვა ამერიკელს. მე მინდა, რომ ყველამ პატივი სცეს ტრანსგენდერ ადამიანებს, როგორც ადამიანებს. ჩემი ამბავი არის უბრალოდ საკუთარი თავის მთლიანობაზე, ისე ცხოვრებაზე, როგორიც სინამდვილეში ვარ. მე ვარ საღად და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც, უბრალოდ, მოუწია, შეეთავსებინა საკუთარი სხეული თავისი შინაგანი გრძნობებისა და აზროვნებისათვის. მე არ ვარ გიჟი და არც არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ გამაჩნია, რომლებსაც შეეძლოთ, მოეცვათ ჩემი გონება ტრანზიციის დროს. ადამიანები ეძებენ სიყვარულსა და მიმღებლობას იმისათვის, ვინც არიან ისინი სინამდვილეში. სწორედ ეს გვჭირდება ჩვენც. პატივი მეცი მე და მეც იგივეს გავაკეთებ შენთვის. მე შენ გთხოვ, არ განმსაჯო შანსის მოცემის გარეშე. მე ყველანაირ რელიგიურ რწმენას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი ღმერთი სიყვარული და მიმღებლობაა. ჩვენ ვიხსენებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დაკარგეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცხოვრობდნენ აუთენტურად და იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ. მე მირჩევნია, ვიცხოვრო ტყუილის გარეშე ამ ქვეყანაზე, ვიდრე ვიცხოვრო შიშსა და სირცხვილში. მე არასოდეს დავივიწყებ მათ, ვინც ამისთვის დაიღუპა და მე მივმართავ ჩემს ყველა ტრანსგენდერ ძმასა და დას: ამაღლდით! წყარო