მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
კრიტიკა არის წინააღმდეგობა, წინააღმდეგობა არის რევოლუცია
16 11 2015
FullSizeRender-2-640x530 ავტორი: L'lerrét Jazelle Ailith მე ლერე ჯაზელ აილითი ვარ. მე ლოურდეს ეშლი ჰანთერი ვარ. მე ჯენეტ მოკი ვარ. მე ლოვერნე კოქსი ვარ. მე აისის კინგი ვარ. მე სისი მაკდონალდი ვარ. მე ისლან ნეთელსი ვარ. მე მია ჰენდერსონი ვარ. მე შელი ჰილიარდი ვარ. მე ბრიტანი სტერგისი ვარ. მე ტიფანი ედვარდსი ვარ. მე ჯიზი ფოულერი ვარ. მე მარშა პი ჯონსონი ვარ. მე ვარ ყველა ის ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომლებსაც მოუწიათ, ეცხოვრათ სისტემებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც ცდილობდნენ მათი არსებობის ამოძირკვას. მე ვარ ქალი, რომელსაც თქვენ სცემეთ, რომელსაც დასცინეთ, რომელიც შეურაცხყავით, სამსახურიდან გამოაგდეთ და სირცხვილი აჭამეთ. მე ჭეშმარიტად ვცხოვრობ სიმართლეში და ვაგიზგიზებ იმ ცეცხლოვან ბილიკს ჩემ უკან, რომელიც ადნობს მსოფლიოში არსებულ ექსკლუზიურ, ყინულოვან აურას, რომელსაც მე მიმართულება უნდა მივცე. მე ვიშვერ ხელებს და ვებღაუჭები თითოეულ გოგონას ჩემი დებიდან, რომელთა შთანთქვასაც ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე ცდილობს. მე ვარ ისინი. ისინი ვართ ჩვენ. ჩვენ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ, რათა ხელახლა განვსაზღვროთ ჩვენი საკუთარი რეალობა და აღვადგინოთ ჩვენი საზოგადოება, რომელიც რასიზმმა და კოლონიალიზმმა დაამსხვრია. ჩვენ ვდგავართ გენდერული ნორმების მიტაცების წინააღმდეგ და ვსაყვედურობთ მათ, ვინც ცდილობს, შენიღბვით გააქროს ჩვენი იდენტობები და ჩვენ მიერ არტიკულირებული ნარატივები. ჩვენ უარს ვამბობთ, ვიმოქმედოთ იმ სისტემებისა და წესების მიხედვით, რომლებიც დაარსებულია არსებითად იმისთვის, რომ გამოგვყონ და დაგვიმორჩილონ. ჩვენ ვართ რევოლუცია. ჩვენ ვართ უფრო ძლიერები, ვიდრე ის ამბები, რომლებიც მსხვერპლთა ისტორიებად საღდება და ძალით ასოცირდება ჩვენი ცხოვრების გამოცდილებებთან. ჩვენ ვდგავართ უფრო მაღლა, ვიდრე სიბრალული და სენსაციად ქცეული მოვლენები, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეს მოჰყვება. მე მინდა, დრო ვიხელთო და პატივი მივაგო ყველა ჩემს დას, რომლებიც მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცხოვრობდნენ თავიანთი სიმართლით. ისინი რომ არ დახოცილიყვნენ ერთმანეთისა და იმისთვის, რისი რწმენაც მათ ჰქონდათ, მე აქ არ ვიქნებოდი ხმის ამოსაღებლად. მე არ მექნებოდა საშუალება, ვყოფილიყავი ასეთი ძლიერი და შეუდრეკელი, რათა საჯაროდ გამომეცხადებინა ჩემი ტრანსსექსუალობა, ჩემი შავკანიანობა, ჩემი ქვიარ ცხოვრება - ჯანდაბა, ჩემი პენისი! - რომ არა ის ქალღმერთები, რომლებიც ამ ყველაფერს ფლობდნენ და არასოდეს დაუკარგავთ. მე არ მექნებოდა შთაგონება იმისთვის, რომ მყვარებოდა კანი, რომელშიც ვცხოვრობ, რომ არა ეს მათი მემკვიდრეობები. მე ასევე აღფრთოვანებული ვარ ჩემი დებით, რომლებიც ცხოვრობენ და უყვართ და ყოველდღე მასწავლიან იმას, რომ არასოდეს უნდა მოვიხადო ბოდიში ჩემი აუთენტურობისთვის. სანამ ჩვენ ყველანი ვესწრებით ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღის მოვლენებს ან აღვნიშნავთ და ვიხსენებთ ტრანს სიცოცხლეებს მთელი კვირის მანძილზე, მოდით, ჩვენი ანალიზი უფრო შორს წავწიოთ. მოდით, შევიჭრათ იმ დიალოგში, რომელიც მოიაზრებს ინტერსექციურ იდენტობებს. მე გევედრებით, დასხდეთ და დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ იღებთ მონაწილეობას ძალადობასა და უსამართლობაში ფერადკანიანი ტრანსი ქალების წინააღმდეგ. როგორ განამტკიცებთ ჩემი და ჩემი დების მიმართ რადიკალურ დამოკიდებულებასა და დევნას; კარგია, როდესაც ჩვენს საკუთარ ცხოვრებას შევიცნობთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საბოლოოდ გაიაზროთ, რომ ჩვენც დავაბიჯებთ დედამიწაზე. გვჭირდება, რომ გაიგოთ ჩვენი. ჩვენთვის საჭიროა, დასხდეთ ჩუმად, ჩაინიშნოთ ფაქტები და დაიწყოთ გააზრება იმისა, თუ როგორი იქნებოდა რესტრუქტურიებული სისტემა, რომელიც ძალადაკარგულია ქალთმოძულე, რასისტული და დისკრიმინაციული ჩაგვრის წინააღმდეგ. არ არის საკმარისი, მხოლოდ წავიკითხო ჩემი დების სახელები, რომლებიც ამ კაპიტალისტური სისტემის ნორმატიული ბუნების გამო იყვნენ მოკლულნი. სიჩუმის მომენტები არ არის საკმარისი. გვიწოდოთ მამაცები - ასევე არ არის საკმარისი. ერთი ან ორი ტრანს მეგობრის ყოლაც არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ სამყაროს უფრო კომპლექსური ანალიზი, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ უნდა დავგმოთ რასიზმის გამართლება. ეს ბრძანებაა, ამოვძირკვოთ ციხის ინდუსტრიული სისტემა და სექს-სამუშაოს კრიმინალიზაცია. მე გთხოვთ, დასვათ შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა იყო ჩანერგილი თქვენში დაბადებისთანავე. დაეუფლეთ საკუთარ თავს და გექნებათ საშუალება, დაინახოთ სიმართლე. მე წარმოვიდგენ პერიოდს, როდესაც შავკანიან ტრანს ქალად ყოფნა არ იქნება მიჩნეული, როგორც ”სიმამაცე” ან ”რევოლუციური ქმედება”. სასაცილოა, იფიქრო, რომ ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, არის ისეთი, როგორიც არის, იქცევა რევოლუციურად. მე მინდა, მქონდეს საშუალება, შევიდე „მაკდონალდ’ს“-ში საღამოს 9 საათზე და არ ვინერვიულო იმაზე, რომ ვიღაც ტრანსფობმა შეიძლება, მომკლას, ვიღაც ქალთმოძულე ნაძირალამ შეიძლება, გამაუპატიუროს ან ორივე ზემოთქმული სამუდამოდ გახდეს დოკუმენტირებული პოლიციის ოფიცრების მიერ. მე მინდა, ჩემი დები ციხის გისოსებს გარეთ ვიხილო. მე მინდა, ჩემი დები დასაქმებულები ვნახო. მე მინდა, მათ ბედნიერებს ვხედავდე. მე მინდა, შავკანიანი ტრანსი ადამიანების სიკაშკაშე დავინახო ყველგან და ჩვენ არ დავიხევთ უკან, სანამ ეს დღე არ დადგება. ეს მოძრაობა მუდმივად გაგრძელდება. ჩვენი ხმა ყოველთვის ყველაზე მაღლა გაიჟღერებს. ჩვენ ყოველთვის იმ სიფიცხითა და მღელვარებით ვივლით, რომელსაც ჩვენმა წინამორბედმა დებმა ხორცი შეასხეს. ჩვენ ვართ რევოლუცია. ჩვენ ვართ ქალღმერთები. ჩვენი სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი. მე ვარ ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი. ჩვენი ხმები ყველაფერს იპყრობს. წყარო