მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
02 10 2015
დათრგუნული სქესობრივი ლტოლვა (ლიბიდო, დსლ) – სქესობრივი აქტივობის დაბალი დონე, შერწყმული მის მიმართ ინტერესის სუბიექტურ არარსებობასთან; ამ შემთხვევაში ლტოლვა აღნიშნავს სექსუალურ სიზმრებსა და ფანტაზიებს, ეროტიული სიუჟეტების მიმართ ყურადღების გამახვილებას. სექსუალური აქტივობისადმი ცნობიერ სწრაფვას, პოტენციური პარტნიორებისადმი ყურადღებას და ფრუსტრაციის განცდას, თუ სექსი მიუღწეველია. დსლ-ს დროს ადამიანს დაქვეითებული აქვს სექსუალური ქცევის დაწყების ინტერესი და ის საერთოდ არ რეაგირებს პარტნიორის სექსუალურ სტიმულებზე, თუმცა დრო და დრო შეიძლება უხალისოდ “დანებდეს” პარტნიორის სურვილს, რათა შეინარჩუნოს ნორმალური ურთიერთობა. დსლ-ს დროს ძირითადად შენარჩუნებულია სქესობრივი ცხოვრების შესაძლებლობა (ფიზიოლოგიურ პლანში), თუმცა ამ დარღვევას ზოგჯერ თან ახლავს ერთი ან რამდენიმე სხვა დარღვევა. დსლ შეიძლება იყოს პირველადი (ე.ი. სულ თავიდან გამოვლენილი) ან მეორადი, რომელიც ან მუდმივია, ან სიტუაციური. ამ დარღვევის სიხშირე ზუსტად უცნობია; სულ ახლო წარსულში აშშ-ს სექსოთერაპიის კლინიკებში გსლ-ს გამო ბევრი ადამიანი აკითხავდა. ყოველი 10-დან 3 შემთხვევა (Lief, 1977; Schover, Lo Piccolo, 1982; Leiblum, Rosen, 1988). დსლ-ს მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ორგანული, ისე ფსიქოლოგიურიც, მათ შორის ჰორმონალური უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, თირკმელის უკმარისობა, ნარკოტიკების ხმარება და მძიმე ქრონიკული დაავადებანი. დსლ-ს შემთხვევათა უმრავლესობას, როგორც ჩანს, ფსიქო-სოციალური წარმომავლობა აქვს: მას წინ უსწრებს დეპრესია, სექსუალური ტრავმები, საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება, ან არასაკმარისი თვითშეფასება, პიროვნებათშორისი მტრობა და პარტნიორებს შორის ლიდერობისათვის ბრძოლა. ზოგიერთ შემთხვევაში დსლ ვითარდება უკვე არსებულ სქესობრივი დარღვევების ფონზე. მაგალითად, თუ მამაკაცს იმპოტენციასთან ერთად უვითარდება სექსის მიმართ ინტერესის დაქვეითება, მაშინ ეს ეხმარება მას განერიდოს სექსუალური წარუმატებლობის ისეთ უსიამოვნო შედეგებს, როგორიცაა სირცხვილი, შიში, თვითპატივისცემის დაკარგვა და ფრუსტრაცია. დევიაცია [ფრანგ. deviation გადახრა, გამრუდება] – ნორმიდან გადახრა. დევიაცია სექსუალური – გადახრა სექსუალური ქცევის მისაღები (მოცემული ეთნიკური კულტურის ფარგლებში) ნორმებიდან, როცა სექსუალური აღგზნება ან ორგაზმი მიიღწევა ატიპური ან არსებული კულტურით დაუშვებელი ქმედებების შედეგად. სექსუალური დევიაცია კლასიფიცირდება როგორც გადახრა ა) ლტოლვის ობიექტთან მიმართებაში (პედოფილია, ეფებოფილია, გერონტოფილია, ზოოფილია, ფეტიშიზმი, ტრანსვესტიზმი, ტრანსექსუალობა, ინცესტი, ნარცისიზმი, პიგმალიონიზმი, ნეკროფილია და სხვ.) და ბ) ლტოლვის გამოხატვის ფორმაში (სადიზმი, მაზოხიზმი, ექსჰიბიციონიზმი, ვუაიერიზმი და ა.შ.). ხშირად, სექსუალურ დევიაციას განსაზღვრავენ როგორც სექსუალური ქცევის მისაღები ფორმიდან ნებისმიერ გადახრას. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება სექსუალური ქცევის სხვადასხვა ფორმებთან (ანუ მისი ნორმების განსაზღვრა) იცვლებოდა სხვადასვხვა კულტურისა და ეპოქის საზოგადოებებში. დამოკიდებულება სექსუალურ დევიაციებთან საკმაოდ შემწყნარებლური იყო შუასაუკუნეებამდე, მოგვიანებით კი მკვეთრად შეიცვალა. შუასაუკუნეებში განსხვავებული სექსუალური ქცევის ეშმაკისეულად ითვლებოდა. დღემდე, განსხვავებულ სექსუალურ ქცევას სხვადასხვაგვარად აფასებენ სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში. არსებსობს სექსუალური დევიაციის მიზეზების ახსნის სხვადასხვა თეორიები (თანდაყოლილი დარღვევები, ენდოკრინული და ორგანული დაზიანებები, დაავადებების შედეგი და ა.შ.), მაგრამ ბოლომდე არც ერთი არ ხსნის მათი წარმოშობის ბუნებას. პრაქტიკაში, როგორც წესი, შეინიშნება რამდენიმე ფაქტორის კომპლექსური ზემოქმედება. სექსუალური დევიაციის არსებობამ შეიძლება ძლიერი ზემოქმედება იქონიოს ადამიანის პიროვნებაზე. იმის გაცნობიერება, რომ პიროვნებას განსხვავებული ქცევა ან შეგრძნებები ახასიათებს, ხშირად იწვევს შინაგანი კონფლიქტის წარმოშობას, რომლის სიძლიერეც განისაზღვრება საზოგადოების დამოკიდებულებით ამა თუ იმ ტიპის დევიაციასთან. თუ ადამიანი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს შინაგან კონფლიქტს, ამან შეიძლება მიიყვანოს ნევროტიზაციამდე ან ფსიქოპათიზაციამდე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაციები და მკურნალობა ექიმ-სექსოლოგთან. დენდროფილია [ბერძნ. dendron ხე + philia სიყვარული] – პიგმალიონიზმის ერთ-ერთი ფორმა, სადაც ფეტიშის როლს ხე ან ხის ნაკეთობები ასრულებს. დეტერმინიზაცია სქესის [ლათ. determino განვსაზღვრავ] – გარემო და მემკვიდრეობითი (გენეტიკური) ფაქტორების ერთობლიობა, რაც განაპირობებს სქესობრივი დიფერენციაციის საბოლოო რეზეულტატს. ანუ პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნებისა და სქესობრივი თვითშეგნების (რომლის ძირითადი კომპონენტებია – ფსიქოსექსუალური ორიენტაცია, სექსუალური პარტნიორის არჩევა და ინდივიდის მიერ საკუთარი სექსუალური როლის არჩევა) განვითარება. დეტუმენსცენცია [ლათ. de თავსართი, რომელიც აღნიშნავს შეცვლას, + tumesco გაბერვა, გასივება] – ერექციის შეწყვეტა ეაკულაციისა და ორგაზმის შემდეგ. დეფემინიზაცია [ლათ. de თავსართი, რომელიც აღნიშნავს მოცილებას, დაშორებას, შეცვლას, + ფემინიზაცია] – ბიჭებში ხასიათისა და ქცევის ქალური ფორმების გადალახვის პროცესი, რომელიც ძირითადად აღზრდის პროცესში მხოლოდ ქალების გარემოცვაში ყოფნითაა გამოწვეული. დეფლორაცია [ლათ. de თავსართი, რომელიც აღნიშნავს მოცილებას, დაშორებას, შეცვლას, + flos, floris ყვავილი, ახალგაზრდობა, სიქალწულე] – საქალწულე აპკის დარღვევა. როგორც წესი, საქალწულე აპკის მთლიანობა პირველი სექსუალური კონტაქტის დროს ირღვევა. თუმცა, აგებულებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მთლიანობა შეინარჩუნოს მრავალჯერადი სქესობრივი აქტის შემთხვევაში. დეფლორაციას ძირითადად თან ახლავს მცირე სისხლდენა (არა ყოველთვის)ბ დეფლორაცია არსებობს სრული და არასრული (ნაწილობრივი). არასრული დეფლორაციის მიზეზი შეიძლება იყოს უხეში გინეკოლოგიური დათვალიერება, სასქესო ორგანოების ტრამვა, ანანიზმი, ღრმა პეტტინგი, გაუფრთხილებელი ვესტიბულარული კოიტუსი და ა.შ. დილდო – მამაკაცის ასოს ხელოვნური შემცვლელების საერთო სახელწოდება (ფალოიმიტატორი, ვიბრატორი და ა.შ.) დიპოლდიზმი – ფლაგელაციის ერთ-ერთი ფორმა, რაც ვლინდება მოწაფის წვალებასა და ცემაში სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით. ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ვინმე დიპოლდს, რომელიც შინამასწავლებლად მუშაობისას იმდენად სასტიკად სცემდა აღსაზრდელს სექსუალური სიამოვნების მისაღებად, რომ სიკვდილამდე მიიყვანა ბავშვი. სინონიმი – აღმზრდელობითი სადიზმი. დიმორფიზმი – ერთი და იმავე მოვლენის ორი ხარისხობრივად განსგვავებული ფორმით გამოვლენად სქესობრივი დიმორფიზმი წარმოადგენს განსხვავებებს, რაც განპირობებულია სხვადასხვა სქესის (ქალი და მამაკაცი) მიკუთვნებულობით. დისმორფოფობია [ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა + morphe ფორმა + phobos შიში, სიძულვილი] – რეალურ ან წარმოსახვით ფიზიკურ ნაკლთან დაკავშირებული აკვიატებული ნევროტული შიში. ძირითადად თავს იჩენს გარდატეხის ასაკში. 80% შემთხვევაში ემთხვევა სქესობრივი მომწიფების პერიოდს. ხშირად, მოზარდი ამჩნევს ¨ნაკლს¨ სახეზე – მაგ. დიდი ცხვირი (სირანო დე ბერჟერაკის კომპლექსი); გამოწეული ყურები; ზედმეტი სიგამხდრე ან სიმსუქნე… ბიჭები განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან სასქესო ორგანოს ზომას და ხშირად, ერიდებიან ისეთ საზოგადოებრივ ადგილებს, სადაც გახდაა საჭირო (მაგ. აბანო, საუნა…). გოგონებს აღნიშნული სინდრომი ძირითადად აქსელერაციის ფონზე უვითარდებათ (სიმაღლეში ზრდა, დიდი მკერდი და ა.შ.) დისჰარმონია სექსუალური [ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა + harmonia თანაბგერადობა, (გადატ.) რისამე რამესთან შეუწყობლობა, შეუთანხმებლობა] – სქესობრივ პარტნიორთა შორის ინტიმური ურთიერთობის შეუთანხმებლობა, შეუწყობლობა. დისგენიტალიზმი [ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა + ლათ. genital is დაბადებასთან დაკავშირებული] – სასქესო ორგანოების განვითარების დარღვევა, რომლის დროსაც სასქესო ორგანოები არის ძალიან მცირე ან პირიქით, დიდი ზომის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზომებთან დაკავშირებით ნორმისა და პათოლოგიის ცნება ხშირად ფარდობითია. დისგენიტალიზმი შეიძლება ეხებოდეს სასქესო ორგანოების ცალკეულ ნაწილებსაც, თუმცა სექსუალური ურთიერთობებისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასქესო ორგანოების, ვულვის, საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის მდებარეობის, ფორმისა და ზომის ცვლილებები. დისპარეუნია [ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა + pareunos ვინმესთან ერთად ერთ საწოლში მწოლიარე] – ქალებში სექსუალური დარღვევების ზოგადი სახელწოდება. წარმოადგენს წყვილთა სექსუალური დისფუნქციის ერთ-ერთ ფორმას. მჟღავნდება სექსუალური კონტაქტის მიმართ ინტერესის არ ქონაში, კონტაქტის დროს არასასიამოვნო შეგძრძნებებში. დისპარეუნიას ხელს უწყობს პარტნიორის მიმართ უნდობლობა, უსიყვარულობა, სხვადასხვა ნევროტული და სომატური დაავადებები. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაფეხმძიმების ან ვენერიული სნეულებებით დაავადების შიში, პარტნიორთა შეუთავსებლობა, სქესობრივი აქტისათვის შეუფერებელი გარემო და ა.შ. დისგამია, იხ. დისფუნქცია სექსუალური დონ-ჟუანიზმი (დაკავშირებულია სასიყვარულო თავგადასავლების ლიტერატურული გმირის დონ-ჟუანის სახელთან) – მამაკაცური პრომისკუიტეტი, როცა სექსუალური თავგადასავლების მიზანს წარმოადგენს იმ ერთადერთი ქალის მოძებნა, რომელიც ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც დააკმაყოფილებს მას. თუმცა, ყოველი ახალი შეხვედრა იმედგაცრუებით, გულგრილობით და ხანდახან პარტნიორისადმი ზიზღის გრძნობითაც მთავრდება. დონ-ჟუანთა უმეტესობა ქალის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს იმ მომენტში, როცა ქალი წყვეტს წინააღმდეგობას. ვინაიდან ეს მამაკაცები საკუთარი ილუზიების მსხვერპლნი არიან, ვერასოდეს შეხვდებიან ¨ნამდვილ ქალს¨.