მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
02 10 2015
ინცესტი [ლათ. incestus - დანაშაულებრივი, ცოდვა; სინონიმი - სისხლის აღრევა] – სქესობრივი კავშირი ახლო ნათესავებს შორის (მშობლებსა და შვილებს, და-ძმებს შორის). ბიბლიის თანახმად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დედამიწაზე პირველი ინცესტი ჩაიდინეს ადამ და ევას შვილებმა. მათ მიერ სისხლის აღრევის ჩადენა იძულებითი იყო და ამიტომ ეკლესიის მიერ მიჩნეულია წმინდად, არადანაშაულებრივად. განუკითხველი ინცესტი მოხდა ღმერთის მიერ ცოდვილი ქალაქის სოდომის განადგურების შემდეგაც. გადარჩნენ ლოთი და მისი ორი ქალიშვილი, რომელნიც ფიქრობდნენ, რომ დედამიწაზე მხოლოდ ისინი და მათი მამა დარჩნენ ცოცხლები. მოდგმის გაგრძელების მიზნით, ქალიშვილებმა მამა ღვინით დაათვრეს და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარეს. განუკითხველი ინცესტის იდეამ თავი იჩინა ფარაონების და მეფეების ქორწინების ტრადიციებში. დინასტიური ქორწინებების კურთხევა ხდებოდა ტახტის მემკვიდრეობისა და სისხლის სისუფთავის შენარჩუნების პოზიციებიდან (ისტორიამ იცის ამის შედეგად მთელი დინასტიების განადგურების მაგალითები). თუმცა, მთლიანობაში მითოლოგიაში და რელიგიაში სისხლის აღრევა განიკიცხება და განიხილება როგორც ცოდვა, როგორც ერთგვარი ტაბუს დარღვევა. ადამიანის მოდგმის ევოლუციის პროცესში შემჩნეულია, რომ რაც უფრო ახლო სისხლით ნათესაურ კავშირში არიან მშობლები, მით უფრო ფიზიკურად სუსტი და ფსიქიკა შეფერხებული იბადება მათი შთამომავალი. ინცესტის დროს იზრდება ერთიდაიგივე პათოლოგიური გენების ურთიერთშეხვედრის ალბათობა და თუ ჩვეულებრივი, არანათესაური ქორწინებისას ბავშვის სერიოზული გენეტიკური (თანდაყოლილი) დეფექტით ან გონებრივი ჩამორჩენით დაბადების ალბათობა 3-4%-ია, ინცესტის დროს ის იზრდება 5-ჯერ. ქვეყანათა დიდ უმრავლესობაში ახლო ნათესავებს შორის ქორწინება და სქესობრივი კავშირი აკრძალულია, ისჯება და განიკიცხება საზოგაოებრივი მორალით. (მეორად ნათესავებს შორის ქორწინებისგან გასხვავებით). ინტიმოფობია – სქესობრივ პარტნიორთან ახლო ხანგრძლივი ემოციური ურთიერთობებისგან თავის არიდება. გვხვდება მამაკაცთა და ქალთა დაახლოებით მესამედში. ჩვენს დროში ინტიმოფობიით ქალები უფრო ხშირად არიან შეპყრობილნი, ვიდრე მამაკაცები. შესაძლოა, ეს ემანსიპაციის ან არასრულ ოჯახში აღზრდის ბრალია. მეცნიერებითა და სტატისტიკით დასტურდება, რომ თუ მარტოხელა ქალს უჩნდება ქალიშვილი, არსებობს დიდი რისკი, რომ მომავალში ის დედის ბედს გაიზიარებს. ინტიმოფობია სულაც არ არის რაიმე კაპრიზი, ეს სერიოზული მოვლენაა და გამოწვეულია სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ მიზეზთა თანხვედრით – მისგან დამოუკიდებლად თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროს ზარალდება როგორც თვითონ ინტიმოფობი, ასევე მისი პარტნიორი, რომელსაც თავისდაუნებურად ატყუებს. ამიტომ ცხოვრების მოწყობის რამოდენიმე უშუდეგო მცდელობის შემდეგ ინტიმოფობები მიმართავენ ერთგვარ ფსიქოლოგიურ თავდაცვით საშუალებას: ისინი პარტნიორებს განიხილავენ როგორც მხოლოდ სექსუალური განტვირთვის საშუალებად. სხვათა შორის, გამორიცხული არაა, რომ ლეგენდარული კაზანოვა ინტიმოფობი იყო. შესაძლოა სწორედ ეს დაავადება აიძულებდა მას პარტნიორების გაუთავებელ ცვლას და არა მისი დაუოკებელი სექსუალური აღტყინება. ინტიმოფობიის მიზეზი შეიძლება იყოს საკმაოდ ბევრი ფაქტორი. ფსიქოლოგები ინტიმოფობიას განიხილავენ როგორც ხასიათის პათოლოგიას, რაც გამოწვეულია მარტოხელა, გაუწონასწორებელი დედის აღზრდით. დედა თავისი მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი ქცევით შვილს უყალიბებს რწმენას, რომ ყველა სხვა ადამიანის ქცევაც შეუძლებელია იყოს პროგნოზირებადი. ამის გამო, ის არ ენდობა არავის და ცდილობს არ იყოს დამოკიდებული ვინმეზე. ფსიქიატრები ინტიმოფობიას ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების შედეგად მიიჩნევენ, რომელთა დროსაც სახეზეა ემოციონალური და ნებელობითი დარღვევები. ინტიმოფობების უმრავლესობა მარტოობას არჩევს, ზოგიერთი ცდილობს ოჯახის შექმნას, მაგრამ მალევე განქორწინდება. ასეთი ადამიანები გარეგნულად სრულიად წარმატებულებად გამოიყურებიან: როგორც წესი, ისინი არიან ინტელექტუალები, აკეთებენ კარიერას, მათ ბევრი ნაცნობ-მეგობრები ჰყავთ. ინტიმოფობები კომუნიკაბელურნი არიან, ადვილად ადაპტირდებიან კოლექტივში, ადვილად შედიან ურთიერთობაში ადამიანებთან. მათ გამუდმებით არ ჰყოფნით ემოციები და მრავალფეროვნება სექსში. ინტიმოფობები ფულს ადვილად შოულობენ, მაგრამ როგორც წესი, ძალიან ძუნწები არიან. დაიმახსოვრეთ მნიშვნელოვანი ტესტი: ინტიმოფობს ყოველთვის უჭირს პარტნიორზე ფულის დახარჯვა. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენს გვერდით ინტიმოფობი, ფსიქოლოგები გვირჩევენ მივცეთ მათ მაქსიმალური თავისუფლება, გვყავდეს გარკვეულ დისტანციაზე, არ ვაჩვენოთ ჩვენი გრძნობები, რადგან როგორც კი ინტიმოფობი იგრძნობს, რომ ეჩვევა პარტნიორს იგი მას შორდება. ალბათ, ეს არც ისე ცუდი სტრატეგიაა. ინტიმოფობი შესანიშნავია მსუბუქი, ხანმოკლე სექსისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ცხოვრებისეული პარტნიორის როლში. იმპოტენცია (ლათ.impotentia -  სისუსტე, სინონიმი – სქესობრივი უძლურება) მოძველებული ტერმინი (იხ. ერექციული დისფუნქცია), რომელიც აღნიშნავს ერექციის მიღწევის შეუძლებლობას ან მისი იმ დონეზე შენარჩუნებას, რომ განხორციელდეს კოიტუსი. იმპოტენციის ყოვლისმომცველ ცნებას დიდი ისტორია აქვს. ადრე (მსოფლიოს ბევრ ნაწილში ეხლაც კი) “იმპოტენცია” განიხილებოდა, როგორც ჯადოქრობისა და შავი მაგიის რეზულტატი. ხშირად ჯადოს აკეთებდნენ ძაფზე ან ტყავის ზონარზე კვანძების გაკეთებით (Bullough, 1976წ). XIX საუკუნემდე სექსუალური პრობლემები უფრო ეკლესიის კომპეტენციად მიიჩნეოდა, ვიდრე ექიმების. “ჯადოქრების ურო” (“Malleus Maleficarum * 1486) ხშირად განიხილება, როგორც სექსუალური ფსიქოპათოლოგიის თეორიის ადრეული წყარო. ევროპულ კულტურაში ეს პრობლემა დიდწილად განისაზღვრება მასკულინობის გაგებით: ძლიერი ერექციის შესაძლებლობა ითვლება “მაგარი ბიჭის” აუცილებელ მახასიათებლად. “იმპოტენციის” პირდაპირი მნიშვნელობა ინგლისელებთან ბევრ რამეზე მეტყველებს (“ძალის ან სიმძლავრის არ არსებობა; სისუსტე ან სრული უძლურება;” – ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონი. Stekel,1927) მიხედვით: “იმპოტენცია თავის დაღს ასვავს მამაკაცის მთლიან პიროვნებას. ის კარგავს საკუთარი თავის პატივისცემას, მისთვის დამახასიათებელ ენერგიულობას, შემოქმედებითი აქტივობის გამოხატვის უნარს. მას უყალიბდება მძიმე განცდა: ის მამაკაცი არ არის”. (Trethowan, 1963) იმპოტენციის შესახებ დემონოლოგიური ლიტერატურის მიმოხილვაში აღმოაჩინა მსგავსება შუა საუკუნეების თეოლოგებისა და თანამედროვე ფსიქოანალიტიკოსების მოსაზრებებს შორის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მსგავსება გამოხატავს იმპოტენციის პიროვნების ფუნდამენტურ დაზიანებად განხილვის ტენდენციას. სულ ახლო წარსულშიც კი, მედიცინაში ტერმინი “იმპოტენცია” ზუსტად განსაზღვრული არ იყო და მოიცავდა მამაკაცის სექსუალური პრობლემების ფართო დიაპაზონს, ნაადრევი ეაკულაციის ჩათვლით. იურიდიული კუთხით ამ ტერმინით აღინიშნება ცოლ-ქმრული ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა  და გამოიყენება როგორც მამაკაცების, ასევე ქალების მიმართ (Johnson,  1968). და მაინც, რითია განპირობებული ამ ტერმინის გამოყენება თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში? მისი ქალური ანალოგი – “ფრიგიდულობა” ასე თუ ისე, უკვე გაქრა მედიკოსების ლექსიკონიდან, დამამცირებელი მნიშვნელობის გამო. Elliot (1985წ) გამოიკვლია ეს პრობლემა, 1940-1983 წწ. “ფსიქოლოგიური რეფერატების ჟურნალის” (Psychological Abstracts) სათაურების განხილვით და თუ ტერმინი “ფრიგიდულობა” ბოლო პერიოდში პრაქტიკულად გაქრა, ტერმინ “იმპოტენციის” გამოყენება დრამატულად გაიზარდა. წამყვანი სექსოლოგების უმრავლესობა გაურბოდნენ ტერმინ “ფრიგიდულობის” ხმარებას, მაგრამ აგრძელებდნენ “იმპოტენციის” გამოყენებას. 1986 წელს Masters, Johnson, Kolodhy “ფრიგიდულობასთან” დაკავშირებით წერდნენ: “რადგანაც ამ ტერმინს აკლდა დიაგნოსტიკური სიზუსტე და მას სულ უფრო ხშირად იყენებდნენ ნეგატიური, დამამცირებელი მნიშვნელობით, აღწერდნენ ქალებს როგორც “ცივ” ან “უემოციო” არსებებს, ბევრი სექსოლოგი აღარ იყენებს მას”. თუმცა ისინი იქვე ყოველგვარი კომენტარის გარეშე აგრძელებდნენ ტერმინ “იმპოტენციის” გამოყენებას. Arentewicz, Shmidt (1983 წ.) პირდაპირ აცხადებენ, რომ ისინი გაურბიან ორივე ტერმინის გამოყენებას. ჯერ ერთი, მათი არაადექვატურობის, მეორეც მათი დამამცირებელი ხასიათის გამო. დიაგნოსტიკური კლასიფიკაციის სისტემების გადახედვაზე პასუხისმგებელმა პირებმა, უკვე თქვეს უარი ორივე ამ ტერმინზე. სექსუალური რეაქციების უმეტესწილად ფსიქოსომატური ბუნების გათვალისწინებით, ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ: ჩვენი მიდგომა დიაგნოსტიკის, დარღვევბის შეფასებისა და კლასიფიკაციების მიმართ რა დონეზე ამძიმებს ჩვენი პაციენტების თავდაპირველ პრობლემებს? პირველ რიგში ტერმინ “იმპოტენციაზე” უარის თქმა. მართალია, მასკულინობის გაგებაში მას ძალიან ძლიერად აქვს ფესვები გადგმული და ამიტომ ასე ადვილად არ გაქრება, მაგრამ არ არის საჭირო, მედიკოსების მხრიდან მისი გამოყენებით ამ ტერმინის კიდევ უფრო განმტკიცება.  ზოგიერთ კონტექსტში სრულიად გამართლებულია ვარიანტები “ერექციული პრობლემები” და “ერექციის შესუსტება”.