მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
02 10 2015
კანდაუელიზმი (წარმოსდგება ლიდიის მეფის კანდაულესის სახელისაგან, რომელმაც მეგობარს მძინარე, შიშველი ცოლი აჩვენა) – ექსჰიბიციონიზმისა და მაზოხიზმის შერწყმა, რომლის დროსაც მამაკაცი სიამოვნებას განიცდის შიშველი ცოლის ან სექსუალური პარტნიორის დემონსტრირებისას ან მათი ფოტოების ჩვენებისას მეგობრებთან და ახლობლებთან (ხშირად მათი თანხმობის გარეშე). პოლონელი სექსოლოგი კ.იმელინსკი თვლიდა, რომ ფლამანდიელი მხატვრის რუბენსის შემოქმედებას ახასიათებს კანდაუელიზმის ნიშნები. რუბენსის ტილოებზე ხშირად გვხვდება მისი ცოლის გამოსახულება ტანსაცმლის გარეშე. კასტრაცია [ლათ. castratio; სინონიმი დასაჭურისება, დაკოდვა] – სასქესო ჯირკვლების ფუნქციის სრული და შეუქცევადი შეწყვეტა. შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გონადებზე რენტგენული გამოსხივების, ინფექციის, ჰორმონალური და სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებაზე ან სასქესო ჯირკვლების ქირურგიული გზით მოცილებაზე. ამასთან შესაძლებელია როგორც გენერატიული ასევე ენდოკრინული ფუნქციის შეწყვეტა (სრული კასტრაცია) ან რომელიმე მათგანის (ნაწილობრივი, არასრული კასტრაცია). ამასთან, ერთ-ერთი სასქესო ჯირკვლის კასტრაცია (ვთქვათ, ტრავმის შემთხვევაში) არ განიხილება როგორც კასტრაცია, ვინაიდან დარჩენილი ჯირკვალი სრულად ან ნაწილობრივ მაინც აკომპენსირებს ფუნქციის უკმარისობას. კასტრაციის შედეგების კლინიკური გამოვლინება მნივშნელოვნადაა დამოკიდებული ასაკზე. კასტრაცია ადრეულ ასაკში მნიშვნელოვან დარღვევებს იწვევს ორგანიზმში (იხ.ჰიპოგონადიზმი). მოზრდილ ადამიანებში, რომელთაც უკვე აქვთ სექსუალური ცხოვრების გამოცდილება, იწვევს გარკვეულ ცვლილებებს, მაგრამ არა სექსუალურ დარღვევებს. კასტრაციის შედეგების კლინიკურ გამოვლინებას ევნუქოიდიზმს უწოდებენ. კლირინგი საქორწინო [ინგლ. clear; ცხადი, სუფთა,ნათელი] – ოპტიმალური პარტნიორის შერჩევა ქორწინებისათვის სხვადასხვა პარამეტრების (ფიზიკური მონაცემები, ხასიათის თავისებურებანი, განათლება, ინტერესთა წრე, მატერიალური მდგომარეობა და ა.შ.) გათვალისწინებით. კოიტოფობია [ლათ. coitus შერწყმა, შეერთება, სქესობრივი აქტი + ბერძნ. phobos შიში, სიძულვილი] – სქესობრივი აქტის აკვიატებული შიში. ადამიანი ვერ აკონტროლებს აზრები, გრძნობები, მოგონებები, ეჭვები, შიში, ლტოლვა, რომელიც წარმოიშობა ადამიანის სურვილის გარეშე და გამოირჩევა მდგრადობით. ავადმყოფი თავის მდგომრეობას კრიტიკულად აფასებს, ხშირად აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ დამოუკიდებლად, სპეციალისტის ჩარევის გარეშე ვერ ახერხებს მისგან გათავისუფლებას. კოიტოფობია ხშირად წარმოიქმნება ფსიქოტრავმის საფუძველზე, როცა პარტნიორი აგრესიულად იქცევა, გამოხატავს უკმაყოფილებას, დასცინის ან ხაზგასმულად ცივად იქცევა ურთიერთობისას. ხშირად კოიტოფობიის მიზეზი ხდება სქესობრივი აქტის არაადექვატურ გარემოში ჩატარება. როცა პაციენტი ძალიან მგრძნობიარეა, ზემოხსენებული მიზეზები მყარად ჯდება მის ცნობიერებაში და შემდგომში იწვევს სქესობრივი აქტის მიმართ გადაულახავ შიშს. მამაკაცებში კოიტოფობია ხშირად ვლინდება ფსიქოგენური იმპოტენციის სახით, ქალებში კი კოიტოფობია თან ახლავს ისეთ დარღვევებას, როგორიცაა ვაგინიზმი და ანორგაზმია. დაავადების პროფილაქტიკა დამოკიდებულია სქესობრივი განათლებასა და აღზრდაზე. რაც შეეხება მკურნალობას, ფსიქოთერაპიიის მეშვეობით, ეს დაავადება საკმაოდ ეფექტურად იკურნება. თვითმკურნალობა კი მხოლოდ აძლიერებს კლინიკურ სიმპტომატიკას. კოიტუსი [ლათ. coitus შერწყმა, შეერთება, სქესობრივი აქტი] – ორი ინდივიდის გენიტალური კონტაქტი სექსუალური სიამოვნების მიღების, ასევე გამრავლების, გვარის გაგრძელების მიზნით. არჩევენ ჰეტეროსექსუალურ (სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს შორის) და ჰომოსექსუალურ (ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის) კოიტუსს. კოპროფემია [ბერძნ. kopros განავალი + phemi ლაპარაკი] – უწმაწური სიტყვების წარმოთქმისადმი მიდრეკილება საპირისპირო სქესის წარმომადგენლის თანდასწრებით. სექსოლოგიურ პრაქტიკაში აღინიშნება, რომ კოპროფემიის ელემენტები ხშირად შეინიშნება სქესობრივი აქტის დროს წინასაორგაზმო პერიოდში. კოპროფილია [ბერძნ. kopros განავალი + philia სიყვარული] – საკუთარი განავალის ჭამა. აქ. სექსუალური ლტოლვა პარტნიორის განავალით სხვადასხვა მანიპულაციისადმი.