მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
იდეოლოგიური ჰომოფობია
15 10 2015
ide ეკა აღდგომელაშვილი ჟურნალი სოლიდარობა. 2009 №3(30) რევოლუციამდელ რუსეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები მამაკაცთა შორის კანონით ისჯებოდა. ძალადობრივი ჰომოსექსუალური კავშირისათვის დამნაშავეს ციმბირში გადასახლება და კატორღა ელოდა. რაც შეეხება ნებაყოფილობით ურთიერთობებს, XX საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიაში ხელისუფლებაც და ეკლესიაც თვალს ხუჭავდა ასეთ შემთხვევებზე, მით უმეტეს, როდესაც საქმე არისტოკრატიული წრის წარმო მადგენლებს ეხებოდა. ბოჰემური სალონები, სადაც მაშინდელი არისტოკრატია, მხატვრები დაპოეტები იკრიბებოდნენ, საკმაოდ თავისუფალი იყო სექსუალური მორალისტური დოგმებისაგან. პარალელურად არსებობდა მეორე სუბკულტურაც, რომელიც კომერციული სექსით დასაქმებულ ადამიანებს აერთიანებდა. XIX საუკუნის დამლევსა და XX-ის დასაწყისში, ისევე, როგორც რუსეთის იმპერიის სხვა დიდ ქალაქებში, თბილისშიც არსებობდა ადგილები, ე.წ. „პლეშკები“, სადაც სექსუალური პარტნიორის პოვნა იყო შესაძლებელი. ორთაჭალის ბაღები და გოგირდის აბანოები ამდაგვარ ადგილებად იყო ცნობილი. კინტოები, რომლებიც ამ სუბკულტურის ნაწილს წარმოადგენდნენ, ორგანულად თანაარსებობდნენ სხვა ქალაქურ სუბკულტურებთან, (გრიშაშვილის „ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ საკმაოდ საინტერესოდაა აღწერილი ეს სუბკულტურა. ამ თემის გამოძახილს აკა მორჩილაძის რომანშიცვხვდებით, რომლის სათაურია „გადაფრენა მადათოვზე და უკან“). ჰომოეროტიკული თემატიკა საკმაოდ პოპულარული იყო XX საუკუნის 20-იანი წლების ქართულ სახვით ხელოვნებაშიც. დასავლეთ ევროპაში მიმდინარე ჰომოსექსუალობის ფსიქიატრიზაციის პროცესმა გავლენა რუსეთზეც იქონია, და იქონია სამართლებრივი კუთხითაც. ბოლშევიკები ჰომოსექსუალობას „ბურჟუაზიული გახრწნილების“ გამოვლინებად თვლიდნენ და მყარად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ პროლეტარული რევოლუციის შემდეგ ჰომოსექსუალობა, ისევე, როგორც „სექსუალური გარყვნილების“ სხვა ფორმები, მთლიანად გაქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პოსტრევოლუციურ რუსეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციის ინიციატორები კადეტები და ანარქისტები იყვნენ და არა ბოლშევიკები, საბჭოთა მედიკოსები და იურისტები დიდხანს კეკლუცობდნენ ამგვარი „ჰუმანური კანონმდებლობით“: „საბჭოთა კანონმდებლობა რ ცნობს დანაშაულს, ომელიც ზნეობის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენი ანონმდებლობა, საზოგადოების დაცვის პრინციპებიდან ამომდინარე, ითვალისწინებს სასჯელს მხოლოდ იმ ემთხვევაში, როცა ჰომოსექსუალის ინტერესის ობიექტი ცირეწლოვანი ან რასრულწლოვანია“ „დიდი საბჭოთა ნციკლოპედია“, 1930). თუმცა მორალური ფასეულობების ტრადიციული სისტემების ახლით ჩანაცვლება საბოლოოდ „ბოლშევიკური ვულგარული პურიტანიზმით“ დასრულდა. სექსუალური თავისუფლება და კულტურა ბურჟუაზიულ გადმონაშთად და იდეოლოგიურად საშიშ მოვლენად გამოცხადდა. თავად სექსუალობა სქესობრივ ინსტინქტამდე იქნა დაყვანილი და სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა მოქცეული. ახალმა კანონმა „ოჯახისა და ქორწინე ბის შესახებ“ გაართულა განქორწინების პროცედურა, აიკრძალა აბორტები, სექსუალობა ნელ-ნელა მთლიანად გაქრა საჯარო დისკურსიდან. სექსსა და სექსუალობაზე საუბარი შეურაცხყოფასა და უხამსობას გაუტოლდა. ჰომოფობია კი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში იქნა აყვანილი. ოციანი წლების დასაწყისის რუსეთისაგან განსხვავებით, როცა ბოლშევიკები თავს იწონებდნენ „პროგრესულობითა“ და სექსუალური საკითხების მიმართმეცნიერული მიდგომებით, ჰომოსექსუალობა დაავადებიდან და საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებიდან სახელმწიფო დანაშულად იქცა. ვილჰელმ რაიხი წერდა, რომ 121-ე სტატიის მიღების შემდეგ, საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობა, ბანდიტიზმი, კონტრევოლუციური მოქმედება და შპიონაჟი ერთ რანგში განიხილებოდა როგორც დანაშაული სახელმწიფოს წინაშე. სტალინის სიცოცხლეში ჰომოსექსუალთა დევნა-დაკავებით მილიცია კი არა, სწორედ სახელმწიფო უშიშროება იყო დაკავებული.1 ჰენრიხ იაგოდა, რომელიც იმ ლებში უშიშროების კომიტეტის ავმჯდომარის მოადგილე იყო, 933 წელს (ჯერ კიდევ საკანონმდებლო ცვლილებამდე) სტალინისადმი მიწერილ მოხსენებით არათში წერს „პედერასტთა აჯგუფების“ წევრთა დაპატიმრების შესახებ, რომლებიც „ქმნიდნენ სალონებს, არყვნილების ბუნაგებისა და ედერასტთა მცირე ჯგუფებისგაერთიანებას, შემდგომშიმისი ჯაშუშურ ქსელად ამოყალიბების მიზნით“. ჰომოსექსუალთა ქვეყნის მტრად შერაცხვისათვის იდეოლოგიური აფუძველი მაქსიმ გორკიმ მოამზადა. 1933 წელს „პრავდასა“და „იზვესტიაში“ ქვეყნდება ისი ცნობილი წერილი პროლეტარული ჰუმანიზმი“: „ათობით კი არა, ათასობით ფაქტი მეტყველებს ევროპის ახალგაზრდებზე ფაშიზმის დამანგრეველ, გამრყვნელ გავლენაზე. ფაქტების ჩამოთვლა – საზიზღრობაა, გონებაც არ უნდა გადატვირთო ბურჟუაზიის მიერ დიდი მონდომებით შეთხზული და გავრცელებული სიბინძურით, რაც სულ უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში, სადაც პროლეტარიატის ვაჟკაცური და წარმატებული მმართველობაა, ახალგაზრდობის გამრყვნელი ჰომოსექსუალობა სოციალურ დანაშაულად მიიჩნევა და ისჯება, დიდი ფილოსოფოსების, მეცნიერების, მუსიკოსების „კულტურულ ქვეყანაში“ კი ჰომოსექსუალები თავისუფლად და დაუსჯელად მოქმედებენ. უკვე გავრცელდა სარკასტული გამოთქმა: „გაანადგურეთ ჰომოსექსუალობა და ფაშიზმი გაქრება!“2 ინგლისელი მკვლევარის დენ ჰილის აზრით, 1934 წლიდან, როდესაც ჰომოსექსუალობაკანონით დასჯადი გახდა, საბჭოთაკავშირის არსებობის მანძილზე დაახლოებით 60 000 ადამიანი გასამართლდა ამ ბრალდებით. ჰილი ამ მონაცემების გავრცელებისას არქივებში არსებულ მასალებს ეყრდნობა და იქვე აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს, რადგან წიგნზე მუშაობისას მას ხელი არ მიუწვდებოდა უშიშროების სამსახურის არქივებზე და არ არსებობს ინფორმაცია მის მიერ ამ მუხლის გამოყენების თაობაზე. გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემების უზუსტობაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტებიც, რომ, როგორც ჰილის გამოკვლევიდან ჩანს, პოპულარული ან ცნობილი ადამიანების შემთხვევაში უშიშროების წარმომადგენლები ამჯობინებდნენ ბრალი ჰომოსექსუალური ურთიერთობისთვის კი არა, კონტრრევოლუციური მოქმედებისათვის წაეყენებინათ. უფრო გვიანდელ პერიოდში, 60-იანი წლებიდან მოკიდებული, ამ მუხლს ხშირად იყენებდნენ როგორც სასჯელს „სხვაგვარად“ მოაზროვნე ადამიანებისათვის, რომლებიც არ ეწერებოდნენ საბჭოთა სისტემის იდეოლოგიურ სქემაში. აკადემიკოს კონის აზრით, ხრუშოვისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში, დისიდენტთა რიცხვის ხელოვნურად შემცირების მიზნით, უშიშროება ხშირად სწორედ მამათმავლობის ბრალდებით აგზავნიდა ციხეში მისთვის არასასურველ პირებს. სტალინის შემდგომ ეპოქაში საბჭოთა რეჟიმის ლიბერალიზაციის ფონზე რეპრესიული მექანიზმები ერთგვარად შესუსტდა, თუმცა სექსუალობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე ტაბუირებულ თემად დარჩა. 60-იან წლების დასავლეთის სექსუალურ კულტურაში მიმდინარე ცვლილებების ზოგადი ტენდენციები (სექსუალური სიმწიფის ასაკის დაწევა, ქორწინებამდელი სექსის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, ორმაგი სტანდარტის გაუქმება ქალისა და მამაკაცის სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებით, ქალების რესექსუალიზაცია, ინტერესის ზრდა ეროტიკისადმი და სხვ.) მოგვიანებით საბჭოთა მოქალაქეების სექსუალურ ცხოვრებაზეც აისახა. განსხვავებით საბჭოთა კავშირისაგან, დასავლეთში ეს ცვლილებები ათწლეულების მანძილზე საჯარო დისკუსიებისა და განხილვის თემად იყო ქცეული, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ საზოგადოებას თანდათანობით გაეაზრებინა და გაეცნობიერებინა ამ ცვლილებების მოსალოდნელი შედეგები. „ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ქცევა და ფასეულობები იცვლებოდა, საზოგადოება კი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. ღრმა, შეუქცევადი პროცესების დაწყების სიმპტომები განიხილებოდა როგორც ერთეული, განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც „გარყვნილი დასავლეთის“ გავლენით იყო გამოწვეული“.3 „ტრადიციებთან და მართლმადიდებლურ ფასეულობებთან“ დაბრუნების მცდელობა და ტოტალიტარული რეჟიმის მძიმე მემკვიდრეობა (დამოკიდებულება ზოგადად „განსხვავებულობისადმი“, სექსუალური შფოთვის მაღალი ხარისხი, ზოგადი სექსუალური განათლების დაბალი დონე), – სწორედ ასეთი გახლდათ სოციო-კულტურული ფონი, როდესაც 90-იანი წლების დამდეგს პირველად დაირღვა 70-წლიანი ტაბუ მედიაში. ჰომოსექსუალობა, როგორც პოლიტიკური სპეკულაციების საგანი პირველი ქართულენოვანი გაზეთი („შანსი“), რომელმაც გაბედა და დაბეჭდა სტატია პროსტიტუციაზე, ეკლესიამ ანათემას გადასცა. საჯარო საუბრები სექსზე მძიმედ, მაგრამ მაინც დაიწყო. ქართული საზოგადოება „გამოუტყდა“ საკუთარ თავს, რომ ფრაზა „უნას სეკსა ნეტ“, სწორად არ ასა ხავდა რეალობას. ქართულ მედიაბაზარზე ახლად გამოჩენილი იაფფასიანი ეროტიკული გაზეთების გარდა სექსუალობა და სექსთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოებრივპოლიტიკური პრესის ერთ-ერთ წამყვან თემად იქცა. საწყის ეტაპზე სტატიები ძირითადად სხვადასხვა სახის სექსუალურ დარღვევებს, აბორტის თემას, შიდსსა და პროსტიტუციას ეხებოდა. ტერმინი „ჰომოსექსუალიც“ პირველად შიდსისა და პროსტიტუციის თემასთან დაკავშირებით გამოჩნდა ქართულ პრესაში. ერთი-ორი ვრცელი სტატიის გარდა, რომლებიც დიდი ხნით იქცა განსჯის საგნად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში „ჰომოსექსუალი“ მხოლოდ საზღვარგარეთ მოღვაწე შოუბიზნესის წარმომადგენელთა შესახებ უცხოური პრესიდან გადმობეჭდილ მასალებში გვხვდებოდა. თუმცა სიტუაცია მკვეთრად იცვლება 90-იანი წლების ბოლოს. 90-იანი წლებიდან მოკიდებული, ჰომოსექსუალობის რეპრეზენტირებასთან დაკავშირებით ქართულ მედიასივრცეში შესამჩნევი გახდა გარკვეული დინამიკა. პრესაში თემის გააქტიურება ემთხვევა პოლიტიკურ ელიტაში მიმდინარე ძალაუფლების გადანაწილების პროცესებს (1999-2003, 2007-08). მასალების თვისებრივი ანალიზი ნათლად აჩვენებს, როგორ ხდება „არატრადიციული“ სექსუალობა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად თემა უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს, პოლიტიკოსთა შეფასებები მძაფრდება, ბრალდებების ადრესატები კი კონკრეტული პოლიტიკური ძალები არიან. მორალური პანიკის პირველი პიკი 1999-2003 წლების პერიოდს ემთხვევა, როცა ჰომოსექსუალობის თემამ პოლიტიკური ჟღერადობა შეიძინა. პრესაში ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა სტატიები მყვირალა სათაურებით: „საქართველოს ჰომოსექსუალისტები მართავენ“, „მიუხედავად იმისა, რომ „ცისფერები“ არ მრავლდებიან, ისინი საკმაოდ მომრავლდნენ”, „ცისფერიდან – შავამდე. პოლიტიკური პალიტრა“, „მეტაკუნე ევროპელი ვაჟკაცები“, „ხალხის მტრები, სუკის აგენტები და… პედერასტები“… პოლიტიკოსთა ნაწილი ისე ხშირად საუბრობდა „ჰომოსექსუალიზმის პრობლემაზე“, რომ მასთან „ბრძოლა“ ლამის პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად აქ ციეს. ტელევიზიით ხშირად გაიგონებდით ასეთ მოწოდებებს: „ჰომოსექსუალები ერთ გემზე უნდა შეყარო და ზღვაში ჩაახრჩო“, „თუ დემოკრატიის პრინციპით ვიმსჯელებთ, მაგათ თავი უნდა დაანებო, თუ დიქტატურის – ავადმყოფი აკვანშივე უნდა მოკლა..“ გარდა ღია ეთერით გაკეთებული პროფაშისტური განცხადებებისა, გარდა ზოგადად ჰომოსექსუალისტთა მიმართ და პოლიტიკურ ფიგურათა სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრისა, აქტიურად იწყება მითის შექმნა „ცისფერთა შეთქმულების“ შესახებ, რომლებიც „ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავენ“. წინასაარჩევნო პერიოდის მედიასივრცე იმდენად იყო გაჟღენთილი ჰომოფობიური გამონათქვამებით, რომ იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიოარხის (რადიო 105-ის) იუმორისტულ არტებშიც გაისმა მოწოდება: „ბიჭები გადამალეთ! პედერასტები მოდიან“. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პანიკა „ცისფერთა შეთქმულების“ შესახებ ჩაცხრა. ჰომოსექსუალთა თემა ნაკლებად განიხილებოდა პოლიტიკურ კონტექსტში. სტატიებმა ჰომოსექსუალთა შესახებ სერიოზული გამოცემების პირველი გვერდებიდან ნელ-ნელა „ყვითელი პრესის“ ფურცლებზე გადაინაცვლა. მორალური პანიკის მომდევნო ტალღა მედიაში 2007 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში აგორდა. გაზეთმა „ალიამ“ 2007 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოში „დაგეგმილი“ გეიაღლუმის თაობაზე. თუმცა, სასურველ მიზანს (აჟიოტაჟის შექმნას თემის გარშემო) მხოლოდ მაშინ მიაღწია, როდესაც ჟურნალისტმა არაპირდაპირი გზით „დაადანაშაულა“ ქვეყნის ხელისუფლება მითიური არლუმის მხარდაჭერაში. „არაოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილის მთავრობასთან შეთანხმებით, თბილისში გრანდიოზული გეი-პარადი ჩატარდება.. ისე, თბილისში პუტინს დასცინოდნენ, როცა მოსკოვში გეების თავყრილობა დაარბია – სექსუალურიუმცირესობის უფლებებს არღვევსო.. ვნახოთ, გახდება თუ არა თავად სააკაშვილი დაცინვის საგანი“.3 გაზეთის მიერ აგორებულმა ისტერიამ ნელ-ნელა სხვა ფორმა მიიღო. თემით სპეკულირება უკვე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა და ცალკეულმა ინსტიტუტებმა დაიწყეს. „მჯერა, რომ ეს იდეა კანცელარიიდან მოდის.ჰომოსექსუალების აღლუმი არსებული რეჟიმის მიერაა დაგეგმილი, ვინაიდან მათ ასეც სურთ, მსოფლიოსა და ევროსაბჭოს მოაჩვენონ,საქართველოში დემოკრატია ვითარდება და ადამიანის უფლებები დაცულიაო, სანაცვლოდ კი იქიდანგრანტები მიიღონ. დაღუპვის გზაზე მდგარი საქართველო ჰომოსექსუალების აღლუმს არ დაუშვებს!“4 „ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის მოწყობელი აქცია, რადგან მის რეჟიმში არის ბევრი გაურკვეველი სქესისა და ორიენტაციის ადამიანი და ამგვარი „პარადის“ ჩატარებასპრეზიდენტთან ერთად ისინიც ლობირებენ…“5 „საქმე ძალიან სერიოზულ ორგანიზაციასთან გვაქვს, რომელსაც მიზნის მისაღწევად უდიდესი შემართება, შორს მიმავალი გეგმები და რაც მთავარია, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა გააჩნია“.6 დადგენილია, რომ სოციალური ფობიები და ჯგუფური სიძულ ვილის გამოვლინების სხვადასხვა ფორმები განსაკუთრებით ძლიერდება სოციალური თუ პოლიტიკური კრიზისის პერიოდებში, როდესაც აქტუალური ხდება ხილული მტრის ხატის შექმნა. არსებული ქსენოფობიური დამოკიდებულება ეთნიკური, რელიგიური უმცირესობებისა თუ ჰომოსექსუალების მიმართ ნოყიერ ნიადაგს ქმნის საზოგადოებრივი აზრის მანიპუ-ლირებისათვის და ჯერჯერობით აქტიურად გამოიყენება ცალკეული პოლიტიკური ძალების მიერ.   ჰომოფობია, როგორც სოციალური პრობლემა 2007-08 წლებში წინა წელთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა ნეგატიურ შეფასებათა პროცენტული მაჩვენებელი. თუმცა ნეიტრალურ შეფასებათა შემცირების ხარჯზე პოზიტიური შეფასებებიც გაჩნდა. წინა კვლევის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, ნეიტრალურ შეფასებათა 88% შეადგენდა ინფორმაციას უცხოური პრესიდან გადმობეჭდილ შოუბიზნესისა და სპორტის სფეროში მოღვაწე უცხოელ ჰომო/ბი/ტრანსექსუალების შესახებ. ამ გზით ხდებოდა „განსხვავებული“ სექსუალობისაგან, როგორც „დასავლური მოვლენისაგან“, დისტანცირება. ნეიტრალურიხასიათის ინფორმაციებში აღნიშნული ტენდენცია ამჟამადაც შენარჩუნებულია. ნეიტრალურ შეფასებათა პროცენტული მაჩვენებლის კლების ხარჯზე მკვეთრადნეგატიური/პოზიტიური ხასიათის შეფასებათა მატება, ერთი მხრივ, შეიძლება უკავშირდებოდეს ლგბტ ჯგუფის ხილვადობის გაზრდას (ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის დაარსებასა და მისი აქტივობას). მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის პოლიტიკური და სოციო-კულტურული მოვლენებიც, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება. მძიმე საბჭოური მემკვიდრეობა და „ტრადიციულ“ ფასეულობებთან დაბრუნების მცდელობა მხოლოდ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის სახით როდი იჩენს თავს. ფასეულობათა გადაფასება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. შეფასებათა ამგვარი გადანაწილება ერთგვარად აირეკლავს სწორედ ამგვარი კრიზისეული პერიოდისათვის დამახასიათებელ ფასეულობათა და ღირებულებათა პოლარიზაციის პროცესს. პოზიტიურ შეფასებებში, ლგბტ ადამიანთა პოზიტიური ხატის შექმნის გარდა, ჰომობოფიური ტენდენციების კრიტიკასა და მის სოციალურ პრობლემად შეფასების ფაქტებსაც მოვიაზრებთ. აღსანიშნავია, რომ პოზიტიური შეფასებები ძირითადად სწორედ ჰომოფობიისა და ჰომოფობთა კრიტიკის ხარჯზე გაიზარდა.7 მნიშვნელოვანია, რომ ჰომოფობიის კრიტიკა ქსენოფობიის კონტექსტში დაიწყო. ჰომოფობიის, რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის ერთ რანგში განხილვა, ერთი მხრივ, მიგვანიშნებს იმ სოციალური და ფსიქოლოგიური მექანიზმების მსგავსებაზე, რომლითაც აღიწერება თვითოეული ეს მოვლენა და, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ჰომოფობიასთან, როგორც საშიშ სოციალურ პრობლემასთან, ბრძოლის მნიშვნელოვნებასა და აუცილებლობას, ცოდნისა და განათლების როლს ქსენოფბიის სხვადასხვა ფორმებისა და მათ შორის ჰომოფობიის დაძლევაში. „ამ ადამიანების მიმართ ტოლერანტულობაჰუმანიზმის პროპაგანდაა დაარა – ჰომოსექსუალობის. ამავე დროს ეს არის გაცნობიერებული უარი რასისტულ და ქსენოფობიურ იდეალებზე, ანუ შენთვის უცხო, შენგან განსხვავებული ადამიანების სიძულვილზე.“8 საინტერესოა, რომ რესპონდენტთა ერთი ნაწილის გაღიზიანების საგანი სწორედ ჰომოფობიის, რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის ერთ რანგში განხილვა გახდა. ეს გაღიზიანება მკაფიოდ გამოჩნდა იმ არაერთგვაროვან რეაქციებში, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული აქციის „ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“-ს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს მოჰყვა ქართულენოვან მედიასაშუალებებში9: დათო ზურაბიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარე: თუ ასეთი აღლუმი გაიმართება, ალბათ მის მონაწილეებს სცემენ, პოლიცია ალბათ გააშველებს, მაგრამ ერთი-ორს თავადაც დაამატებს. რამდენადაც მე ვიცი, იგეგმება სექსუალური, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ერთიანი აქცია, რაც არასწორად მიმაჩნია. მე ამ უმცირესობებს ერთ სიბრტყეში არ განვიხილავ. შეიძლება ძალიან კონსერვატორად ჩამთვალოთ, მაგრამ ჩემთვის ტერმინი სექსუალური უმცირესობა ძალიანმიუღებელია. ასეთ აღლუმს, რა თქმა უნდა, საქართველოში არ ვისურვებდი10 „სრულიად საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ მიმართვიდან: საყურადღებოა ისიც, რომ ამჯერად სოდომის ცოდვის გამამართლებელნი ცდილობენ, თავიანთ გამოსვლას პოლიტიკური ხასიათი შესძინონ: ისინი ეთნო, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს აერთიანებენ და ზოგადად ყოველგვარი უმცირესობის სახელითგამოდიან. არა გვგონია ამ ტიპის „გაერთიანებას“ მიესალმონ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და თავიანთი ეროვნული და რელიგიური პოზიციები იმ ზომამდე დააკნინონ11 მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი: „გეიაღლუმის“ ორგანიზატორმა ორგანიზაციამ სიბინძურის მეტ-ნაკლებად დასაფარად თვალის ახვევის საკმაოდ უსუსურ ხერხს მიმართა და „ინტერკულტურული“, „ინტერრელიგიურობის“ ტერმინის ქვეშ, ძალაუნებურად, თანამონაწილე გახადეს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში სოდომური ცოდვის სტიმულირებაპროპაგანდისა“.12   მობილიზაციური სტრატეგიები 2006 წლის ჩათვლით „არატრადიციული“ სექსუალობა, როგორც წესი, სოციალურ დევიაციებთან (ქურდობა,პროსტიტუცია, ნარკომანია) ერთად გვხვდება შესაბამის რუბრიკებში და სწორედ ამ კონტექსტში განიხილება. აღნიშნული დისკურსიული სტრატეგია მიმართულია ჰომოსექსუალობის როგორც საფრთხის წარმოსაჩენად. პრობლემის წარმოჩენის პროცესში აქტივობის ორ სახეს სიგნიფიკაციის გზით უკავშირებენ ერთმანეთს, რათა ხელოვნურად გაზარდონ მოსალოდნელი „საფრთხის“ მასშტაბები და გააძლიერონ ნეგატიური ეფექტი. ბოლო ორი წლის მანძილზე მობილიზაციური სტრატეგიები შეიცვალა, განსხვავებულია საფრთხეთა ჩამონათვალიც: დემოგრაფიული კატასტროფა, სტიქიური კატაკლიზმები, საფრთხე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება: „მაინც, რა სიკეთე უნდა მოუტანონ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მყოფ ქვეყანას მინაზებულმა, „ცისფერმა კაცებმა“ და გამამლებულმა, „ვარდისფერმა ქალბიჭებმა?“ – შეძრულია საზოგადოებრიობა, რომელსაც საფიქრალი და საზრუნავი ისედაც თავსაყრელად აქვს “ 13 „სოდომის ცოდვას“ შესაძლოა ქვეყნის ფიზიკური მოსპობაც მოჰყვეს. დამტკიცებულია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ეს ცოდვა მოდებულია, სტიქიური უბედურებები ხშირია. ბიბლიიდან და ისტორიიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ გარყვნილებას ღმერთის განრისხება მოჰყვება“, – აღნიშნა ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა მირონ სალუქვაძემ. 14 სრულიად საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიმართვა: „ეს აქცია (იგულისხმება კამპანია „ყველაგანსხვავებული -ყველა თანასწორი“, რომელიც მედიამ გეიაღლუმად მონათლა. – ე.ა.) საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე შეიძლება ცუდად აისახოს, რამდენადაც არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთს საქართველოში გაერთიანება არ მოუნდება, თუ იქ გეიაღლუმები გაიმართება.15   მოსალოდნელი „საფრთხის“ მასშტაბების ზრდასთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში იმატა ძალადობისაკენ აშკარა თუ ფარულმა მოწოდებებმა, დისკრიმინაციულმა განცხადებებმა და მუქარამ: „ამ დღეებში პატრიარქს და მთავრობას უნდა მივმართო, უნდა მოვითხოვო, რომ მამათმავლობა გახდეს კანონით დასჯადი. ეს არის დანაშაული და უნდა იდევნებოდეს მათ უნდა აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა, თანამდებობებზე დანიშვნა და, საერთოდ, საზოგადოებაში გამოჩენა“.16 „საბედნიეროდ საქართველოში კიდევ არინ ისეთი ბიჭები, რომლებიც ამ „პედერასტებს“ კარგად დათეთქვავდნენ. მათ უკან რომ არ დაეხიათ, შესაძლოა, სისხლიც კი დაღვრილიყო. ნამდვილი ქართველები ვერ აიტანდნენ, ქუჩაში „პედერასტებს“ ასე საჯაროდ რომ გაევლოთ“.17 „მართალია, ევროპელობას ვაწვებით, მაგრამ ქართველები მაინც კავკასიელებად დავრჩით. აქედან გამომდინარე, გეიაღლუმის მონაწილეებს დაცვა მაინც სჭირდებათ, მით უმეტეს მაშინ, რომ მათი დარბევის, უფრო სწორად, მათთვის თმის აჩეჩვის და საყურეების ჩამოხევის სურვილი უკვე ბევრმა გამოთქვა18   საჯარო სივრცის მონოპოლიზაცია „ყვითელი პრესის“ დაინტერესება თემით და „სკანდალური“ინფორმაციების გავრცელება უშუალოდ უკავშირდება ამ გამოცემების ტირაჟს, პოლიტიკოსების დაინტერესება მორალუ რი პანიკის შექმნით ჰომოსექსუალობის გარშემო საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების შესაძლებლობით აიხსნება. ე.წ. „ყვითელი პრესისა“ და პოლიტიკოსთა გარდა ნეგატიურ შეფასებათა საერთო სურათს დიდწილად განსაზღვრავს რელიგიური ჯგუფები. მათი მიზანი სიმბოლური ძალაუფლების მოპოვებაა, რათა გაზარდონ საკუთარი გავლენის სფერო. ცხადია, ეს ცვლილება გავლენას ახდენს ნეგატიურ შეფასებათა კონტექსტზეც. კვლევის წინა პერიოდში, 1999-2003 წლებში, ჰომოსექსუალობის „პრობლემად“ ქცევას მეტ-ნაკლებად რაციონალური არგუმენტებით ცდილობდნენ (მაგ., არსებული ჰომოფობიური მოსაზრებების გასამყარებლად მედია მისთვის სასურველ ექსპერტებსა და სპეციალისტებს მიმართავდა). ხოლო დღეს „განსხვავებული“სექსუალობის პრობლემატიზაციისათვის საკმარისად მიიჩნევა „შეუთავსებლობა/წინააღმდეგობა ქართულ და მართლმადიდებლურ ტრადიციებთან“. დისკურსის ამგვარი ცვლა უშუალოდ არის დაკავშირებული ეკლესიის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, გავლენის ზრდასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მის აქტიურ ჩარევასთან.   ჰომო/ბი/ტრანსექსუალობაზე საუბარი დღეს სწორედ ნეომორალისტურ ჭრილში მიმდინარეობს. ტოტალიტარული სახელმწიფოს მორალისტური დისკურსისაგან განსხვავებით, რომელიც, აკრძალული თემებისაგან საჯარო სივრცის დაცვის გარდა, „დანაშაულის“აღმოფხვრისა და დამნაშავეთა „გამოსწორებისკენ“ იყო მიმართული, დღევანდელი ნეომორალისტების მთავარ მიზანს საჯარო სივრცის „ცოდვისაგან გაწმენდა“ წარმოადგენს. მორალური საზღვარი სწორედ ის გამყოფია, რომელმაც საჯარო სივრცეში არსებული ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს – ვის, როგორ და რამდენი ხნით აქვს უფლება იარსებობს საჯარო სივრცეში და ვის -საერთოდ უნდაჩამოერთვას ამის უფლება. რეალური შოუ „ბარი 4“-ის მონაწილე პაკო ტაბატაძე იმავე მიზეზით აღმოჩნდა „აბსაითში“ გადაცემის დაწყების მეორე დღესვე, რა მიზეზითაც შოუში მონაწილეობის მისაღებად შეარჩიეს. „მითხრეს, რომ ეთერში უნდა მეღიარებინა, რომ „გეი“ ვარ, ოღონდ ეს „ბარის“დაწყებიდან ორი კვირის მერე უნდა მეთქვა. ისიც მითხრეს, რომ პრობლემა ამის გამო არ შემექმნებოდა გადაწყვეტილი იყო ისიც, რომ ერთი თვის მანძილზე, მიუხედავად ხალხის მიერ გამოგზავნილი ეს-ემეს-ებისა, მე მაინც დავრჩებოდი პროექტში და სკამზე არ დამსვამდნენ. თავად შემიქმნეს ასეთი იმიჯი. გადამიღეს ქუდი. მერე შაბათიც მოვიდა. ლაივ-შოუმდე სამჯერ გამიყვანეს გვერდზე, მეკითხებოდნენ, მზად ხარო? ამ კითხვაში კი იმას გულისხმობდნენ, რომ როდესაც ხოშტარია საკუთარი თავის დახასიათებას მომთხოვდა, ღიად უნდა მეთქვა ჩემი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის შესახებ, რაც გავაკეთე კიდეც“19. საჯარო აღიარებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ პროექტის მონაწილეს შოუ დაატოვებინეს. მიზეზებზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა ორ საკითხზე აკეთებდა აქცენტს: ერთი, რომ ამ ქამინაუთით შოუს მონაწილემ არათანაბარ პირობებში ჩააყენა თამაშის სხვა მონაწილეები („ჯეო-ბარი“არის გადაცემა, რომელიც პოზიტიური კუთხით უნდა წარმოაჩენდეს ახალგაზრდებს. ერთი ადამიანის სოციალური პრობლემა არ უნდა იდგეს უფრო მაღლა და არ უნდა იქცევდეს საზოგადოების უფრო დიდ ყურადღებას“) და მეორე – რომ მათთვის (ტელევიზიის ხელმძღვანელობისთვის) „მორალური ფასეულობები გაცილებით მაღლა დგას კომერციულ დაინტერესებაზე“. თუ ზედაპირულად მაინც გავაანალიზებთ გამოხმაურებას, რაც პაკო ტაბატაძის საჯარო „ქამინაუთსა“და გადაცემიდან მის გაძევებას მოჰყვა, ადვილი შესამჩნევია, რომ ჰომოფობთა გაღიზიანების ძირითადი მიზეზი კონკრეტული ადამიანი ან მისი ქცევა კი არა, ზოგადად სწორედ ამ საკითხის საჯარო სივრცეში შემოტანას უკავშირდება: „რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ადამიანების ეკრანზე გამოჩენა. ისე გამოჰყავთ ეს ადამიანები, რომ საცოდავები არიან და ჩვენ მათ მიმართ სიბრალული უნდა გაგვიჩნდეს. არავითარ შემთხვევაში! კი არ უნდა წავახალისოთ და ტაში დავუკრათ მათ ქმედებებს, საზოგადოება იმაზე უნდა მსჯელობდეს, თუ როგორ ბედავს ასეთი ადამიანი, რომ თავისი მახინჯი სექსუალური ორიენტაცია საზოგადოების დასანახი გახადოს და ამ ქმედებას რეკლამა გაუკეთოს“. 20 შესაბამისად, აგრესიის კონკრეტული ადრესატები ხდებიან არა თავად ლგბტ ადამიანები (ისინი ისედაც ცოდვილები და/ან ავად-მყოფები არიან),არამედ ისინი, ვინც საჯარო სივრცეს უთმობს მათ ან ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დეფიციტურია სივრცე, რომელიც ამ თემაზე ორი ან რამდენიმე განსხვავებული მოსაზრების ერთდროულად წარმოჩენისა და დისკუსიის, კამათის საშუალებას იძლევა. ჰაინრიხ ბიოლის ფონდი ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანია, ვინც ჯერ კიდევ წლების წინ სრულიად დახშულ, ქსენოფობიურ სივრცეში რეგულარული საჯარო დებატების ორგანიზებით ამგვარი მიკროსივრცის შექმნას ახერხებდა. 20 მაისს სწორედ ასეთი მიზანმიმართული აგრესიის ობიექტი გახდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდიც, რომელმაც საჯარო დებატებისათვის გამოყოფილი სივრცე ამჟამად ჰომოფობიის თემას დაუთმო. „საჯარო სივრცის ცოდვისგან განწმენდის“ მცდელობად უნდა მივიჩნიოთ გამართული საჯარო დებატების ჩაშლის მცდელობაც „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრთა მხრიდან, რომლებიც ჩვენს გაძევებას ითხოვდნენ დარბაზიდან: „ჩვენ, როგორც რიგითი დამსწრეები, მოგიწოდებთ ამ შეხვედრის ორგანიზატორებს, რომ ეს უზნეო ადამიანები გააძევოთ შეხვედრიდან, ბისექსუალები, თავიანთი ვაი-ადვოკატებით“. ფონდის წარმომადგენლებისა და დისკუსიაზე მოსული ადამიანების წყალობით „ჩვენ“ ამჯერად უმრავლესობა აღმოვჩნდით და მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა მაინც მოახერხეს დისკუსიისათვის განკუთვნილი დროის „შეჭმა“ დამსწრე-მონაწილეთა შეურაცხყოფისა და პატარ-პატარა პროვოკაციების წყალობით, დისკუსია მაინც შედგა ეს ადამიანები ალბათ ნაკლებად აცნობიერებენ, რომ სწორედ ძალადობის ხილული დემონსტრირება ზრდის დისკრიმინაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვს და არა ჰომოფილთა სიმრავლე.   შენიშვნები:  
  1. რაც შეეხება ლესბოსურ ურთიერთობებს, ქალი ამოვარდნილი იყო ომოსექსუალობის ზოგადი კონცეფციიდან (ტერმინი ჰომოსექსუალობა ხოლოდ მამაკაცთან მიმართებაში იხმარებოდა) და მხოლოდ სამედიცინო ოტექსტში განიხილებოდა. ტერმინი „ლესბოსელი“ კი უმეტეს შემთხვევაში ანაცვლებული იყო სამედიცინო დიაგნოზით, როგორც სექსუალური ოტივაციის ფსიქოპათოლოგია ან შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმა.
 
  1. წერილის გამოქვეყნებიდან 2 თვის შემდეგ, გერმანიაში მოწყობილ „გრძელი ანების ღამეს“, მიუხედავად ნაცისტების და უშუალოდ ჰიტლერის წინაშე ამსახურებისა, თითქმის მთლიანად ეწირებიან ერნსტ რომი და მასთან აახლოებული პირები. თუმცა, გორკის წინასწარმეტყველების საპირისპიროდ, აშიზმი ამით არ გამქრალა გერმანიაში, ისევე, როგორც ჰომოსექსუალთა იცხვი არ შემცირებულა „საბჭოთა მოქალაქეთა“ შორის.
 
  1. И.С.Кон. Сексуальная культура в России. Клубничка на берёзе.
 
  1. „საქართველოს რესპუბლიკა“, № 140, 21 ივლისი, 2007. „ფერადოვანი“ აღლუმი ბილისში?! ეს იდეა კანცელარიიდან მოდისო…“
 
  1. „ალია“, №83(2056), 19-20 ივლისი, 2007. „მთავრობას ამ აღლუმის ჩატარებით ვროსაბჭოდან დიდი ფულის მიღება სურს“.
 
  1. „ასავალ-დასავალი“, 30 ივლისი-5 აგვისტო, № 31 (673), 2007. „საქართველოში ეი-აღლუმისათვის სხვადასხვა ქვეყნიდან 5 000 გეის ელოდებოდნენ“, ნტერვიუ ზაზა გაბუნიასთან.
 
  1. ჰომოფობიური ტენდენციების კრიტიკის თვალსაზრისით გამოირჩევა აქართველოში გამომავალი ინგლისურენოვანი პერიოდიკა („Georgia Today“ da The Messenger“) და „24 საათი“. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“, რომელმაც შეიცვალა პროფილი (თავდაპირველად ურნალი მხოლოდ საინფორმაციო-გასართობ ხასიათს ატარებდა) და აქტიურად ეხმაურება ქვეყანასა თუ მსოფლიოში მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ ოვლენებს. თუ გავითვალისწინებთ ქართულენოვან მედიასივრცეში (და არა ხოლოდ ამ სფეროში) არსებულ დეფიციტს ლიბერალური ფასეულობებისა დაღირებულებების თვალსაზრისით, „ცხელმა შოკოლადმა“ სწორედ ის ნიშა აიკავა, რასაც აქტიური სამოქალაქო პოზიცია ჰქვია. რადიო „მწვანე ტალღამ“ ალკე გადაცემა მიუძღვნა ჰომოფობიის, როგორც სოციალური პრობლემის, ემას. ჟურნალ “სოლიდარობაში“ გამოქვეყნებული დისკუსიის მასალებში,ჰომოფობიური ტენდენციების კრიტიკის გარდა, ხაზგასმული იყო ჰომოფობიის ართვის აუცილებლობა და საჭიროება ადამიანის უფლებების მონიტორინგზე ომუშავე ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში.
 
  1. ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“, №29, ივნისი, 2007. „ცოდნა ვერსუს უმეცრება და ტოლერანტობა ვერსუს ჰომოფობია“, ავტორი ლელა გაფრინდაშვილი;
 
  1. საქართველოში ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის (ფონდი ინკლუზივი) მონაწილეობა აქციის საორგანიზაციო პროცესში საზოგადოების იდმა ნაწილმა, მედიის იერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო, ეიაღლუმის ჩატარების მცდელობად აღიქვა. მედიაში აგორებულმა ომოფობიურმა ტალღამ აქციის ჩაშლა გამოიწვია.
   10.ჟურნალი „რეიტინგი“, 23 ივლისი, №29, 2007. „ცნობილი ქართველები პრეცედენტო ჰომოსექსუალთა აღლუმის მოლოდინში“.  
  1. „ახალი თაობა“, № 202(4219), 25.07.2007. „თბილისში გეი-აღლუმების ჩატარება აუშვებელია!“. გულიკო ბალაძე.
 
  1. „მამუკა გიორგაძე იმედოვნებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები გეიაღლუმის ორგანიზატორთა პროპაგანდის მსხვერპლნი არ გახდებიან“. ინტერპრესნიუსი. 25.07.2007.
  13.„საქართველოს რესპუბლიკა“. №142, 25 ივლისი, 2007. „ცისა ფერს… ვაი ამისთანა ფერს!“. ხათუნა ჩიგოგიძე.   14.„საქართველოს რესპუბლიკა“, №140. 21 ივლისი, 2007. „ფერადოვანი“ აღლუმი თბილისში?! ეს იდეა კანცელარიიდან მოდისო…“. მაია ხორგუაშვილი.   15.„ახალი თაობა“, № 202(4219), 25.07.2007. „თბილისში გეი-აღლუმების ჩატარება დაუშვებელია!“. გულიკო ბალაძე.   16.„ახალი თაობა“, № 196(4213), 19 ივლისი 2007. „თბილისში მამათმავლებს აღლუმს არ ჩავატარებინებ! პიდარასტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება უნდა აეკრძალოთ“. თეა მარხვაიძე  
  1. „ახალი თაობა“, № 206(4223), 2007. „სააკაშვილი და ოქრუაშვილი საიდუმლო შეხვედრებს ევროპაში მართავენ“. ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან.
  18.„ახალი თაობა“, № 199, 22-28 ივლისი, 2007. უავტორო. თბილისში ცისფერთა აღლუმი გაიმართება.   19..პაკო ტაბატაძე შესაძლოა, სტრასბურგამდე მივიდეს. ეკა ქევანიშვილი http://www.humanrights.ge   20.ჟურნალი „სარკე“. 24-30 ოქტომბერი, 2007. „მამა მიქაელი: „ბარის“ მონაწილეები და ავტორები საშინლად დაისჯებიან“. ავტორი რუსუდან ადვაძე.