სტიპენდია ლგბტქი+ ფოტოგრაფებისთვის: სადაც სიყვარული უკანონოა
სადაც სიყვარულია უკანონოა" (Where Love Is Illegal) აზიარებს ლგბტქი+ დისკრიმინაციისა და გადარჩენის ამბებს მთელი მსოფლიოდან. ჩვენ შევქმენით "სადაც სიყვარული უკანონოა", რადგან გვჯერა, რომ ამბებს აქვთ ძალა დაანგრიონ ბარიერები, რომლებიც საზოგადოებებს ჰყოფს. ამბების გაზიარებისას მნიშვნელოვანია, ვინ აკონტროლებს თხრობას. მარგინალიზებულ თემთა ისტორიებს ხშირად ყვებიან გარეთ მყოფნი და იშვიათად მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანები. სტიპენდია "სადაც სიყვარული უკანონა" შეიქმნა ლგბტქი+ ფოტოგრაფებისთვის, ისეთი ნარატივების მხარდასაჭერად, რომლებიც განმსაზღვრელია ქვიარ თემებისთვის. ეს ჯილდო სტიპენდიანტებს საშუალებას მისცემს შექმნან ორიგინალური ფოტოგრაფიული ნამუშევარი და ჩაწერონ ჩვენებები ქვიარ გამოცდილების შესახებ.
გამოაშკარავდა, რომ შეერთებული შტატების მემარჯვენე დაჯგუფებებმა მსოფლიოს გარშემო 280 მილიონი დოლარი "შავი ფული" დახარჯეს
შეერთებული შტატების მემარჯვენე, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირში მყოფმა, არაერთმა ჯგუფმა სულ მცირე 280 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 'შავი ფული" დახარჯა ქალებისა და ლგბტქი ადამიანების უფლებების წინააღმდეგ კამპანიების გასაძლიერებლად, აცხადებს openDemocracy. ორგანიზაციებმა, რომელსაც დონალდ ტრამპის რამდენიმე ყველაზე ხმამაღალი მოკავშირე და მხარდამჭერი უძღვება, ზრდადი ოდენობის თანხა დახარჯა მსოფლიოს გარშემო უცხო ქვეყნების კანონებსა, პოლიტიკაზე და საჯარო აზრზე გავლენის მოხდენისა და სქესობრივი და რეპროდუქციულ უფლებების წინააღმდეგ გალაშქრების მიზნით.
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყეტილება ათწლეულების მუშაობის შედეგია. წინ კიდევ ბევრი საქმეა.
ათწლეულობის მუშაობა - ქუჩებში, საკანონდებლო ორგანოებსა და სასამართლოებში - ითარგმნა მარტივ, ნათელ, ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებად, რომ დიახ, ნამდვილად არაკანონიერია ადამიანის სამსახურიდან გაგდება, ან სხვაგვარად დისკრიმინაცია იმის გამო, რომ ის ლგბტქ არის; გადაწყვეტილებად, რომელიც თავად ტრამპის მიერ დანიშნულმა მოსამართლე ნილ გორსუჩმა დაწერა და რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი და სასამართლოს 4 ლიბერალი მოსამართლე დაეთანხმა. ტრამპის ადმინისტრაციის მთელი არქიტექტურა, რომელიც ღიად თავს ესხმის ლგბტქ ადამიანებს, მყისიერად ჩამოიშალა - წამი, რომელიც უამრავი ადვოკატის ცხოვრებამ და მუშაობამ მოიტანა სულისშემკვრელ გამარჯვებამდე. მომავალი, იქნება ტექსტი იმისა, თუ რას დავაშენებთ ყველანი ერთად ამ გამარჯვებაზე.
პრეზიდენტი ტრამპი აჩერებს ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვის სფეროში დისკრიმინაციისგან დაცვას
მაშინ, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები გენდერის აფირმაციის მკურნალობის ჩატარების თვალსაზრისით დისპროპორციულად დამოკიდებული არიან ჯანდაცვის სისტემაზე, ისინი სისტემურ დისკრიმინაციისა და ისეთი პირობების პირისპირ ექცევიან, რომელიც მათ საფრთხეში აგდებს კორონავირუსის პანდემიის დროს. ტრანსგენდერი ადამიანების დაახლოებით 30%-მა განაცხადა შეურაცხმყოფელი გამოცდილების შესახებ ჯანდაცვის სფეროში, 20 %-ს უარი განუცხადეს ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაზე თავიანთი გენდერის გამო, ხოლო ბევრი მათგანი თავს არიდებს სამედიცინო დახმარების მოძიებას არასათანადო მოპყრობის შიშის გამო.
სტოუნვოლი აჯანყება იყო
გეი განმანთავისუფლებელი ფრონტი მხოლოდ გეი უფლებებისათვის არ იბრძოდა. GLF-ის გაზეთი, The Rat, მოძრაობის სულისკვეთებას ატარებდა: "ჩვენ ვართ რევოლუციონერი ჰომოსექსუალი კაცებისა და ქალების ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა იმის გააზრებით, რომ სრული სექსუალური თავისუფლება ყველა ადამიანისათვის არ იარსებებს მანამ, სანამ არსებული სოციალური ინსტიტუციები არ გაუქმდება". GLF აცხადებდა: "ჩვენ თავს ვაიგივებთ ყველა ჩაგრულთან: ვიეტნამელთა ბრძოლასთან, მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან, შავკანიანებთან, მუშებთან... ყველასთან, ვინც ამ დამპალი, ჭუჭყიანი, ბილწი და გაფუჭებული კაპიტალისტური კონსპირაციის გამოა ჩაგრული". და შესაძლოა ეს ყველაზე ძლევამოსილი რამ იყო, რაც სტოუნვოლის აჯანყებამ მოგვიტანა - სრულიად საზოგადოების კრიტიკა, და სურვილი ჩაგრული ხალხის გაერთიანებისა, პოლიციისა და იმ კაპიტალისტური მონსტრის წინააღმდეგ, რომელსაც შეერთებული შტატები წარმოადგენს.
გერმანიამ არასრულწლოვანი გეი ადამიანებისთვის კონვერსიული თერაპიის გამოყენება კანონით აკრძალა
7 მაისს მიღებული კანონის თანახმად, აიკრძალება არასრულწლოვნების მონაწილეობა ისეთ სამედიცინო პროცედურებში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი სექსუალური ორიენტაციის შეცვლას ან დათრგუნვას. პასუხისმგებლობა ასევე შესაძლოა გავრცელდეს მშობლებსა და კანონიერ მეურვეებზეც, თუ მათი შვილები მოტყუებით, მუქარით ან იძულებით მიიღებენ მონაწილეობას ზემოთხსენებულ თერაპიაში. კონვერსიული თერაპია შესაძლოა მოიცავდეს ჰიპნოზის და ელექტროშოკის ელემენტებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ სიტყვა "თერაპიას" შეცდომაში შევყავართ, რადგანაც აღნიშნულ პროცედურას არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.
დემონსტრანტი სტუდენტების განცხადება ირანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან
დღეს ყველა იმეორებს მანტრას "ეროვნული უსაფრთხოების" შესახებ, ხოლო ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რომელ სოციალურ ჯგუფებზე, კლასებსა და სტრატებზეა საუბარი. ჩვენ არ გვეშინია მათთვის ხმამაღლა და პირდაპირ თქმა, რომ 30 წლის განმავლობაში მზარდმა დაუცველობამ გააუარესა ღარიბთა, უპოვართა და მიტოვებულთა მდგომარეობა. ბოლო 30 წლის ეკონომიკურმა პოლიტიკამ პრივილეგირებულების, მდიდრების და კორუმპირებულების მეზობლად მთელი რიგი გამორიცხული ჯგუფების შექმნა გამოიწვია. პრობლემა მძიმდება იმით, რომ საზღვარგარეთ, ძლევამოსილი სახელმწიფოების ფინანსური და მედია მხარდაჭერით, კორუმპირებული და მთლიანად დამოკიდებული ოპოზიციის ჯგუფები ჩამოყალიბდა. ძვირფასო ირანელებო! მიმდინარე კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ხალხის დემოკრატიულ უფლებებზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან დაბრუნებაა, პოლიტიკასთან რომელიც არ ისწრაფვის იმპერიალიზმის მკლავებში დესპოტიზმის შიშით და დესპოტიზმს იმპერიალიზმთან წინააღმდეგობით არ ამართლებს. დიახ, სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დესპოტიზმისა და იმპერიალიზმისათვის ნათქვამი ერთნაირი "არა" არის.
‹‹
1
2 3 4 5 ... ››


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი