მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
2013 წლის 17 მაისის საქმეში ბრალდებული პირები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
26 10 2015

cms-image-000041319

23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებულ პირთა განაჩენი გამოაცხადა: სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ირაკლი ბასილაია (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე); ტიტალ დავრიშიანი, ბექა სალუქვაძე და გიორგი ბასიაშვილი. ბრალდებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.