მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ქორწინების შესახებ ცესკომ მორიგი სარეფერენდუმო კითხვა გააუქმა, ძველი - ძალაში რჩება
05 07 2016

marriage4 ივლისს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი "გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?” გააუქმა.

სარეფერენდუმო საკითხი წარმოდგენილი იყო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა.

თუმცა ძალაში რჩება ცესკოს მიერ 12 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?" რეგისტრაციაში გატარდა.

შეგახსენებთ, ქორწინების თანაწორობასთან მიმართებაში ცესკოს უკვე დარეგისტრირებული აქვს სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?"