მუნიციპალიტეტი იერუსალიმის ლგბტ ცენტრს აფინანსებს
17 09 2010

14 სექტემბერს, ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იერუსალიმის ლგბტ საზოგადოების ცენტრი ”ღია სახლი” მუნიციპალურ დაფინანსებას მიიღებს.

”ღია სახლი” ჯერ კიდევ ადმინისტრაციულ სასამართლოში ცდილობდა სამართლიანობის აღდგენას და შედეგად 2003, 2004 და 2005 წლების დაფინანსება მოიპოვა. მაგრამ, როცა მუნიციპალიტეტმა უარი განაცხადა ცენტრისთვის მომდევნო წლის ფულადი სახსრები გაეცა, ”ღია სახლმა” საქმე სხვა ინსტანციაში გადაიტანა. საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ ლგბტ საზოგადოების ცენტრის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ მერიამ ორგანიზაციას $120,000 უნდა გადასცეს.

ისრაელი პოლიტიკურად დემოკრატიული ქვეყანაა, თუმცა სოციალურად მის საზოგადოებაზე დიდ გავლენას ახდენს რელიგია. კონსერვატორები რწმენას საკუთარი ანტი-გეი შეხედულებებისთვის გასამართლებელ საბუთად იყენებენ. გეი პრაიდი იერუსალიმში მუდამ პროტესტითა და ძალადობითაა მოცული - უმეტესწილად ულტრა-ორთოდოქსი ტრადიციის მიმდევართა მხრიდან.

წყარო: http://www.edgeboston.com/index.php?ch=news&sc=&sc2=news&sc3=&id=110469



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა