პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო უკუაგდო
17 07 2009

სამშაბათს, 14 ივლისს ლიტვის პარლამენტის წევრებმა ყოფილი პრეზიდენტის, ვალდას ადამკუსის (მან პოსტი გასულ კვირას დატოვა) ვეტო გააუქმეს და ჰომოსექსუალობის შესახებ ინფორმაციის ბავშვებისაგან დაფარვის შესახებ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი.

Associated Press-ის მიხედვით, ე. წ. “კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” მცირეწლოვანთა “ინტელექტუალური და/ან მორალური განვითარებისათვის” საზიანოდ მიჩნეულ ინფორმაციას და, მათ შორის, “ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და პოლიგამიური ურთიერთობების შესახებ აგიტაციურ” მასალებს კრძალავს. აღნიშნული დოკუმენტით საზოგადოებრივი ინფორმაციის ფარგლებში ფართოდ მოიაზრება: ტელევიზია, ფილმები, ვიდეო თამაშები, და ბეჭდური და ინტერნეტ რეკლამა.

პრეზიდენტის ვეტოს გაბათილებას ლიტვის სეიმის 87 წევრმა დაუჭირა მხარი 6-ის წინააღმდეგ. 141 კანონმდებლიდან ორმოცდარვამ ან თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისას, ან არ ესწრებოდა კენჭისყრას.

ქვეყნის ახალი პრეზიდენტი - დალა გრიბაუსკაიტე ვალდებულია, კანონპროექტის კანონად გარდაქმნას სამი დღის ვადაში მოაწეროს ხელი.

ადამიანის უფლებათა და ლგბტ უფლებათა დამცველებმა აღნიშნული კანონმდებლობა დაგმეს, როგორც სიტყვის თავისუფლებისა და საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევა. მათ მასთან დაპირისპირება სასამართლოს საშუალებით შეუძლიათ.

Associated Press-ის ინფორმაციით, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი - მემარჯვენე-პოპულისტური “წესრიგისა და სამართლიანობის პარტიის” წევრი პეტრას გრაზულისი ლიტვაში ჰომოსექსუალობის სრული აკრძალვისათვის იბრძვის.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია