ვალენტინ კალენდე შეერთებულ შტატებში
13 07 2010

ვალენტინ კალენდე უგანდაში ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამორჩეული აქტივისტია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. იგი ლგბტ საკითხებსა და ადვოკატირებაზე მუშაობს. სწორედ ამ საკითხების განხილვას აპირებს მის კალენდე შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, სამთავრობო სააგენტოებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, რელიგიურ ჯგუფებსა და მედიაში. აგრეთვე ის გაესაუბრება ადგილობრივ, სახელმწიფო და ფედერალურ ოფიციალურ პირებს.

მისი უპირველესი ინტერესის სფეროა უგანდაში ადამიანის უფლებენთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და ის განსაკუთრებული წინააღმდეგობები, რომელთა წინაშეც უგანდელი ლგბტ ადამიანები დგანან.

გასულ დეკემბერს, უგანდის პარლამენტის ერთ-ერთი წევრი შეეცადა დაეკანონებინა გეებისა და ლესბოსელების სიკვდილით დასჯა.

მის კალენდე ჩართული იყო ”სიკვდილი გეებს” კანონპროექტის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში, როგორც ლგბტ ადამიანის უფლებების დამცველი.

მან, როგორც ყოფილმა ჟურნალისტმა, დაწერა ვრცელი მოხსენება უგანდაში ანტი-ჰომოსექსუალურ მოძრაობაზე.

ვალენტინ კალენდემ საკუთარ თავზე გამოსცადა ჩაგვრის სიმძიმე. მას დევნიდნენ, ცემდნენ და აპატიმრებდნენ ადვოკატირების კუთხით მისი მოღვაწეობის გამო.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"