ლგბტ უფლებები ყირგიზეთში
10 02 2013

ყოფილ საბჭოთა სივრცეში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, გასული წლის მანძილზე ხშირად ხვდებოდა მედიაში. რუსეთსა და უკრაინაში გამოჩნდა კანონმდებლობა, რომელიც „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას“, უფრო სწორად ნებისმიერ დისკუსიას ჰომოსექსუალობის შესახებ არასრულწლოვანი ადამიანების წინაშე, კრძალავს. ექნება თუ არა ადგილი მსგავს პროცესებს ცენტრალურ აზიაში? EurasiaNet.org ესაუბრა ლგბტ უფლებათა აქტივისტ ანა კირეის, ლგბტ თემის მდგომარეობაზე რეგიონში.

ევრაზიანეტი: თქვენ ცოტა ხნის წინ დაითვალეთ ლგბტ საკითხებზე მომუშავე 12 ორგანიზაცია ყირგიზეთში. რა კონკრეტულ პრობლემებზე მუშაობენ ისინი?

„ა.კ: ზოგიერთი ორგანიზაცია შედარებით უსაფრთხო გზებს ირჩევს: ყველაზე ადვილი აივ/შიდსის პრევენციაა, რადგან ისინი არა მხოლოდ ლგბტ ადამიანებს უზრუნველყოფენ სერვისებით, და ამიტომ მათ შარს ასე მარტივად ვერ მოსდებენ. ზოგიერთი მათგანი მსმ–ებს ემსახურება შედარებით უფრო კონსერვატიულ სამხრეთში, ოშში.

ლაბრისი თავიდანვე სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია იყო ... ძირითადად ვეხმარებოდით ლგბტ ადამიანებს ოჯახიდან წამოსვლაში, როდესაც ოჯახი იგებდა მათი ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შესახებ. ადამიანებს ამ დროს სცემენ, სახლში კეტავენ, ზოგიერთ შემთხვევაში ლესბოსელებსა და ტრანსგენდერებს ოჯახის წევრები აუპატიურებენ.

2012 წლის ზაფხულში 34 გეი და ბისექსუალი კაცი გამოვკითხე, ოთხ სხვადასხვა ქალაქში. მათგან ყველაფერი მოვისმინე: გამოძალვა, უკანონო დაკავება, ცემა და ჯგუფური გაუპატიურებაც კი.

პოლიციას გეები მიზანში იმიტომ ჰყავს ამოღებული, რომ მათთვის ფულის გამოძალვა ადვილია. პოლიცია ასევე იყენებს გასაცნობ ვებგვერდებს განცხადებებისთვის. პროფილის სურათად ახალგაზრდა კაცის ფოტოს იყენებენ, რათა რაც შეიძლება მეტი წერილი მიიღონ, და მას შემდეგ, რაც კონტაქტი დამყარებულია, იწყებენ ფულის გამოძალვას ხანდახან 500 სომის (12 აშშ დოლარი), ხანდახან 1,000 ან 10,000 დოლარის ოდენობით.

ერთი, რისაც ძალიან მეშინია ისაა, რომ თუკი ჩვენ ხილვადები გავხდებით, უფრო რადიკალური ჯგუფები დაიწყენებნ ლგბტ ორგანიზაციების სერიოზულად აღქმას, როგორც ეს რუსეთსა და უკრაინაში მოხდა. თუმცა რუსეთსა და უკრაინაში, ნეონაცისტური და ნაციონალისტური ჯგუფები ბლომად არიან, რაც არ გვაქვს ყირგიზეთში. ნაციონალიზმი ყირგიზეთში აღმავლობის გზას ადგას, თუმცა არა მგონია ეს ბიშკეკში მოხდეს, ადგილობრივი ეთნიკური მრავალფეროვნების გამო.“

ანა კირეი Human Rights Watch–ში მომუშავე მკვლევარია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლგბტ საკითხებზე ფოკუსირდება, ის ასევე ორგანიზაცია „ლაბრისის“ დამფუძნებელია. „ლაბრისი“ ცენტრალურ აზიაში ერთ–ერთი უდიდესი ლგბტ ორგანიზაციაა, რომელიც 2004 წელს ბიშკეკში დაფუძნდა.

წყარო:

http://www.eurasianet.org/node/66529


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი