ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩაგვრა -ევროკავშირის პირველი კონფერენცია
21 02 2013
ევრო კავშირის ირლანდიურ თავმჯდომარეობასთან თანამშრომლობით ორგანიზაციამ ILGA-Europe პირველი, ევროკავშირის დონის კონფერენცია დაგეგმა, რომელიც სკოლაში ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნიადაგზე ადამიანების დაჩაგვრას შეეხება. კონფერენციას გახსნის რუიარი ქუინი, ირლანდიის განათლების მინისტრი. ირლანდია ევროკავშირის ერთ–ერთი წევრი ქვეყანაა, რომელმაც საგრძნობი ძალისხმევა გამოიჩინა გასული წლების მანძილზე, ჰომოფობიური და ტრანსფობიურ ჩაგვრასთან ბრძოლაში. ეს კონფერენცია ერთ მაგიდასთან მოაქცევს ევროკავშირსა და იუნესკოს ისევე, როგორც ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკის შემქმნელებს, გაერთიანებებს, მასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ერთობლივი ძალებით მოხდეს ჩაგვრის ამ ფორმების დასაძლევად მეთოდების ჩამოყალიბება. კონფერენციის მიზანია ცნობიერების გაზრდა ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ჩაგვრაზე მის დამანგრეველ ზეგავლენაზე და ჩართოს სხვადასხვა მოთამაშეები განათლების სფეროდან, რათა საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება მოხდეს. წყარო: http://www.ilga-europe.org/home/news/for_media/media_releases/ilga_europe_in_association_with_the_irish_eu_presidency_hosts_first_ever_eu_conference_on_homophobic_and_transphobic_bullying


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"