ამერიკის უზენაესი სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება
27 06 2013

ამერიკელების მხრიდან ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, აშშ უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ქორწინების დაცვის აქტის“ (DOMA) მესამე სექცია, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც კავშირს ერთ ქალსა და ერთ მამაკაცს შორის, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, რაც საშუალებას აძლევს ერთსქესიან წყვილებს გამოიყენონ ის 1,100-ზე მეტი შეღავათი, რომლითაც აქამდე მხოლოდ ქორწინებაში მყოფი ჰეტეროსექსუალი წყვილები სარგებლობდნენ. უზენაესმა სასამართლომ საკითხს კენჭი უყარა და 5-4-ზე შეფარდებით სცნო ზემოხსენებული აქტი არაკონსტიტუციურად იმის გამო, რომ ის ართმევდა მოქალაქეებს კონსტიტუციის მეხუთე ჩასწორებით სარგებლობის უფლებას. ერთი სქესის წყვილებს შორის ქორწინება დაშვებულია ამერიკის 9 შტატსა და უოშინგტონ დისიში, ამასთან ერთად, ის ზაფხულის ბოლომდე გახდება ლეგალური როუდ აილენდში, დელაუერსა და მინესოტაში. 2012 წლის ნოემბერში ამერიკის შტატი მერილენდი პირველი გახდა შტატებს შორის, რომლებმაც სახალხო რეფერენდუმის გზით დააკანონეს ქორწინების თანასწორობა. წყარო


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"