კალიფორნიაში ტრანსგენდერთა უფლებებზე ახალი კანონი მიიღეს
07 07 2013

კალიფორნიის სენატმა შტატის მასშტაბზე გათვლილი K-12 ტრანსგენდერ უფლებათა კანონი მიიღო. კანონის მიხედვით სკოლებისთვის სავალდებულო გახდება ტრანსგენდერი მოსწავლეების იდენტობის პატივისცემა, და მათთვის „სქესობრივად სეგრეგირებულ პროგრამებს, აქტივობებსა და სივრცეებში“ მონაწილეობის უფლების მიცემა.“ ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანსგენდერ სტუდენტებს შეეძლებათ აირჩიონ რომელი ტუალეტი გამოიყენონ და ასევე შეუერთდნენ სასურველ სპორტულ გუნდს არა მათი ქრომოსომების, არამედ მათი გენდერული იდენტობის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სკოლა აშშ–ში დამოუკიდებლად ატარებს მსგავს პოლიტიკას, ეს კანონპროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც პირველი კანონი ამერიკაში, რომელიც შტატის მასშტაბით ავალდებულებს ტრანსგენდერი მოსწავლეებისადმი თანასწორ მოპყრობას. ორგანიზაცია Transgender Law Center აცხადებს, რომ: „კალიფორნიის შტატში განათლების სისტემაში დისკრიმინაცია უკვე აკრძალულია კანონით, თუმცა ტრანსგენდერი მოსწავლეები, მათი იდენტობის გამო, ხშირად გამოტოვებულნი არიან ფიზიკური აღზრდის აქტივობებიდან და ათლეტური გუნდებიდან, ისევე, როგორც სხვა მსგავსი სასკოლო აქტივობებიდან. ეს მიუღებლობა ცუდად აისახება მოსწავლეების უნარებზე სკოლაში წარმატებას მიაღწიონ და კლასთან ერთად დაამთავრონ იგი.“ კანონპროექტი ამჟამად გუბერნატორ ჯერი ბრაუნთან იქნა გაგზავნილი ხელმოსაწერად. წყარო


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის