ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე ლგბტ პრაიდის ჩატარება იკრძალება
27 06 2013

ვილნიუსის მმართველობამ უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის მოტივით, უარი განაცხადა ცენტრალურ გამზირზე ლგბტ პრაიდის ჩატარებაზე. ვინაიდან ერთხელ უკვე მიიღეს სასამართლოს მხარდაჭერა, ორგანიზატორები ამ შემთხვევაშიც გეგმავენ სასამართლოს საჩივრით მიმართონ. წინა შემთხვევის დროსაც, ვილნიუსის მმართველობამ მხოლოდ ქალაქის ცენტრიდან შორს მდებარე ქუჩაზე გასცა ნებართვა პრაიდის ჩასატარებლად, მაგრამ ლიტვის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს დადგენილებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება არ ჰქონდათ გადაეწყვიტათ ღონისძიების ჩატარების ადგილი. საკრებულოს შეეძლო მხოლოდ გაეცა ნებართვა და არ შეეცვალა ორგანიზატორების მიერ შერჩეული ადგილი, ან გაეცა არგუმენტირებული უარი. პოლიციის წარმომადგენელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები მზად არიან დაიცვან მსვლელობაში მონაწილეთა უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ სად ჩატარდება იგი. წინა კვირას უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მოუწოდა მთავრობის წარმომადგენლებს გადაეხედათ მათი გადაწყვეტილება ლგბტ მსვლელობის ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვტილებით, ვილნიუსის მუნიციპალიტეტს ლგბტ მსვლელობის ადგილმდებარეობის შეცვლის აუცილებლობისთვის საკმაო მტკიცებულებები არ გააჩნია. მსვლელობა 27 ივლისსაა დაგეგმილი. პირველი ლგბტ მსვლელობა ლიტვაში 2010 წელს ჩატარდა. წყარო


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის