ევროპამ, რუსეთის მსგავსად, ანტი-გეი მიმართულება უნდა აირჩიოს
03 09 2013

მოსკოვი, 3 სექტემბერი, (RIA Novosti) - რუსეთის საეკლესიო პირის განცხადებით, ევროპამ, რუსეთის მსგავსად, ანტი-გეი მიმართულება უნდა აირჩიოს. ევროპამ რუსეთის მაგალითზე ისეთი კანონების მიღებაზე უნდა იმუშაოს, რომელიც ოჯახური ცხოვრების შენარჩუნებასა და ბავშვებში „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ აკრძალვას გაითვალისწინებს, განაცხადა სასულიერო პირმა გასულ კვირას. „ვთვლი, რომ ეს კანონი აუცილებელია და ის ძალიან დროულად იქნა მიღებული“, აცხადებს მიტროპოლიტი ილარიონი, მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მეთაური იტალიურ მედია პორტალ AsiaNews-თან ინტერვიუში. „მეტიც, ვფიქრობ, რომ ასეთი კანონი მიღებულ უნდა იქნას სხვა ქვეყნებშიც, იმ ნორმების მაგივრად, რაც ევროკავშირის რიცხვ ქვეყნებშია მიღებული, სადაც ერთი სქესის წყვილებს უფლება აქვთ ბავშვი იშვილონ.“ ილარიონის თქმით, დასავლური ქვეყნების პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებაში, თვით-განადგურებას ემსახურება, ვინაიდან ერთსქესიანი კავშირები განაპირობებს არა მხოლოდ ოჯახის ინსტიტუტის განადგურებას, არამედ „ნიშანია ერების უცილობელი გადაშენებისა.“ „ბევრ ევროპულ ქვეყანაში მწვავე დემოგრაფიული კრიზისია, რაც სეკულარული იდეოლოგიების, რეკლამების და ცხოვრების მიმართ სამომხმარებლო მიდგომითაა განპირობებული,“ ამბობს ილარიონი. „მათ მაგალითი რუსეთისგან უნდა აიღონ ... ჩვენ ძლიერი, მრავალშვილიანი ოჯახების აღორძინება გვინდა რუსეთში.“ რუსეთში ეგრეთწოდებული „გეი პროპაგანდის“ საწინააღმდეგო კანონი ივნისის ბოლოს შევიდა ძალაში. კანონი აწესებს ჯარიმებს ბავშვებისთვის „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. ინდივიდუალური პირებისთვის გადასახადი 5,000 რუბლია (150 დოლარი), ხოლო ორგანიზაციებისთვის 1 მილიონი რუბლი (33,000 დოლარი). კანონის დარღვევის ფაქტში შემჩნეულ მედია საშუალებებს 90 დღით მოუწევთ საქმიანობის შეწყვეტა. კანონმა საზღვარგარეთიდან კრიტიკა დაიმსახურა. გეი აქტივისტთა ნაწილი ითხოვს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას. ზამთრის ოლიმპიური თამაშები თებერვალში, სოჭშია დაგეგმილი. რუსეთში ჩატარებული გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ახალი კანონის მხარდამჭერია, რაც რუსულ საზოგადოებაში ჰომოსექსუალობის მიმართ გაბატონებული კონსერვატიული მიდგომის ამსახველია. წყარო


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"