ხორვატები ერთი სქესის პარტნიორებს შორის ქორწინებას კრძალავენ
05 12 2013
ხორვატებმა ერთი სქესის პარტნიორებს შორის ქორწინების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს ხორვატების უმრავლესობამ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მისცა ხმა, რომლის მიხედვითაც, ქორწინება განიმარტება ქალსა და კაცს შორის კავშირად. ეს ერთი სქესის პარტნიორებს შორის ქორწინებას არაკონსტიტუციურად ცნობს. სადაო რეფერენდუმის პირველადი შედეგები, რომლებიც გამოვლინდა დათვლილ ბიულეტენთა 92%-ის მიხედვით, აჩვენებს, რომ ხმის მიმცემთა 65%-მა მხარი დაუჭირა ინიციატივას, 33%-მა კი ქორწინების, როგორც ქალსა და კაცს შორის კავშირის განსაზღვრის წინააღმდეგ მისცა ხმა. კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: „უჭერ თუ არა მხარს ხორვატიის კონსტიტუციაში მუხლის შემოტანას, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც სამუდამო კავშირს ქალსა და კაცს შორის?“ კანონმდებლებს კონსტიტუციის შეცვლა მოუწევთ. რეფერენდუმი მემარჯვენე ოპოზიციური პარტიებისა და სოციალურად კონსერვატიული კათოლიკური ეკლესიის მიერ ორგანიზებული კამპანია იყო. მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის წარმომადგენლებმა, მათ შორის პრემიერ მინისტრმა მილანოვიჩმა და პრეზიდენტმა იოსიპოვიჩმა დაგმეს რეფერენდუმი როგორც დისკრიმინაციული და ადამიანის უფლებათა საკითხში ქვეყნის რეპუტაციისთვის საზიანო. რეფერენდუმი მესამე იყო 1991 წლის მაისის რეფერენდუმისა (იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა) და 2012 წლის იანვრის (ევროკავშირში შესვლა) რეფერენდუმის შემდეგ. რეფერენდუმის გაშუქებისთვის აკრედიტაცია ვერ მიიღეს სამაუწყებლო კომპანიამ HRT, მედია ჯგუფმა EPH, NoviList, Index.hr და ა.შ. ხორვატიის მედიის საბჭომ დაგმო ეს ფაქტი და განაცხადა, რომ „ წარმოუდგენელია 2013 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მედიისთვის გაშუქების უფლების შეზღუდვა.“ წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან