ულრიკე ლუნაჩეკს ვენის პრაიდზე თავს დაესხნენ
17 06 2014
ავსტრიის პირველ ღიად ჰომოსექსუალ პოლიტიკოსს, ევროკავშირის პარლამენტში ავსტრიელ მწვანეთა დელეგაციის ლიდერს, ულრიკ ლუნაჩეკს, პარასკევს ვენის ყოველწლიურ გეი პრაიდზე თავს დაესხნენ. უცნობმა თავდამსხმელმა პოლიტიკოსს მჟავა ინეტრვიუს მიცემის დროს შეასხა. ლუნაჩეკი და ინტერვიუერების გუნდი არ დაშავებულა. მჟავამ მწვანეთა დეპუტატების ტანსაცმელი და კამერები დააზიანა. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ზარალი 50 000 ევროს შეადგენს და დამნაშავე ნაპოვნი არ არის. „გეი პრაიდზე თავდასხმა აქამდე არასდროს მომხდარა“ განაცხადა ლუნაჩეკმა ღონისძიების დასასრულს ვენის მერიაში. ამ სახის ცალკეული შემთხვევები გვიჩვენებს, რომ ბრძოლა ტოლერანტულობის, მიმღებლობის და პატივისცემისთვის ავსტრიაში არ დასრულებულა. მან ასევე დასძინა, რომ უნდა შევეწინააღმდეგოთ ადამიანებს, რომლებიც შიშს და სიძულვილს ავრცელებენ. „ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები უნდა შევებრძოლოთ შიშს და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ, არამხოლოდ საზოგადოების ნაწილი, არამედ ცენტრი ვართ.“ განაცხადა მან. პრაიდში დაახლოებით 150 000 ადამიანი მონაწილეობდა, რაც ორგანიზატორის აზრით, მას ყველაზე წარმატებულს ხდის. პარადი ვენის ისტორიული ცენტრის გარშემო გაიმართა. ფუნდამენტალისტ ქრისტიანთა კონტრდემონსტრაცია სახელად „მსვლელობა ოჯახისთვის“, ყოველწლიურად აწყობს მსვლელობებს. ამჯერად მათი დემონსტრაცია პრაიდის საწინააღმდეგოდ ვენის ცენტრში დაიწყო. მათ გზა გადაუკეტა ორასმა დემონსტრანტმა ლოზუნგით „გიყვარდეს სექსუალობა - ებრძოლე სექსიზმს.“ პოლიციამ პრაიდის მომხრე 5 დემონსტრანტი დააკავა. წყარო


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება