ლგბტ მსვლელობა მოლდოვას დედაქალაქში
20 05 2014
კიშინიოვი - 17 მაისს ასამდე ადამიანმა კიშინიოვის ცენტრში ლგბტ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ (ლგბტ) ადამიანთა უფლებების დამცვეების ორგანიზებულ, ოფიციალურად სანქცირებულ აქციას ასამდე ადამიანი აპროტესტებდა. ორთოდოქსი ჯგუფები იმ კონტრდემონსტრაციის ორგანიზატორთა შორის იყვნენ, რომელთა მონაწილეებიც დემონსტრანტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ვინაიდან პოლიციელთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებუი, კონტრდემონსტრატებმა ვერ შეძეს დემონსტრაციისთვის ხელის შეშლა. დემონსტრაციაში მონაწილეობას იღებდნენ მხარდამჭერები რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ასევე, შვედეთისა და ამერიკის ელჩები კიშინიოვში. პროტესტის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა. ეს იყო მხოლოდ მესამე ლგბტ დემონსტრაცია მოდოვაში, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. სხვა მცდელობები არასანქცირებული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ან კონტრ-დემონსტრანტების მიერ ჩაშლილი. დემონსტრაცია ერთკვირიანი ლგბტ ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის