მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია საჩვიდმეტმაისოდ განცხადებას აქვეყნებს
11 05 2016

მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია ადასტურებს, რომ ჰომოსექსუალობა არ არის პათოლოგია. აღნიშნულის შესახებ ასოციაციამ 17 მაისამდე, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღემდე (IDAHOT), ერთი თვით ადრე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.

მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაცია (WPA) უარყოფს და ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალობის, როგორც მენტალური აშლილობის, კლასიფიცირებას. აღსანიშნავია, რომ წელს IDAHOT-ის ღონისძიებები ძირითადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე იქნება ფოკუსირებული.

მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაცია (WPA) წარმოადგენს 200 000-ზე მეტ ფსიქიატრს 118-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელთა უმრავლესობაც ახდენს ჰომოსექსუალობის კრიმინალიზებას და, გარკვეულ შემთხვევებში, ამართლებს მისგან „განკურნების“ მცდელობებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ფსიქიატრებს აკისრიათ სოციალური ვალდებულება, იზრუნონ სოციალური უთანასწორობის შემცირებაზე, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორობის ჩათვლით“. განცხადებაში დასკვნილია, რომ „ჰომოსექსუალობის ე.წ. მკურნალობა ქმნის გარემოს, სადაც ცრურწმენები და დისკრიმინაცია ღვივდება; გარემოს, რომელიც პოტენციურად შესაძლოა იყოს საფრთხის მომცველი და საზიანო. ნებისმიერი ტიპის ხელშეწყობა, „განიკურნოს“ ისეთი რამ, რაც არ არის აშლილობა, აბსოლუტურად არაეთიკურია“.

IDAHO-ს კომიტეტი მიესალმება ზემოთ ხსენებულ განცხადებას და ეთანხმება მის მთლიან შინაარსს.

სხვა სამოქმედო საკითხებთან ერთად, რომელსაც WPA აქვეყნებს განცხადებაში, განსაკუთრებით ვეთანხმებით (IDAHO-ს კომიტეტი) მოსაზრებას, რომ „სექსუალურ ორიენტაციასა და ტრანსგენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სოციალური სტიგმით და მისი თანმდევი დისკრიმინაციით გამოწვეული სტრესი საჭიროებს შესაბამის მხარდაჭრას ფსიქიკური ჯანმთელობის კუთხით“.

ვიმედოვნებთ, ეს განცხადება იქნება ერთ-ერთი ძირითადი რესურსი დამცველების მობილიზებისთვის მსოფლიოს მასშტაბით, როგორც 17 მაისისთვის, ისე ამ თარიღს მიღმა.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან