პერუში გეი ჯგუფები მოკავშირეებს ეძებენ
16 07 2010

არგენტინაში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების შემდეგ, ლიმაში ორმა ჰომოსექსუალურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისინი პოლიტიკურ მოკავშირეებს ეძებენ 2011 წლის პერუს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს შორის.

პერუს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 2011 წლის აპრილში.

ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი ერთსქესიან ქორწინებას, არის ტელეწამყვანი და მწერალი ხაიმე ბაილი, მაგრამ კერძო გამოკითხვებმა დაადასტურეს, რომ პერუელების 73% მსგავსი კავშირების წინააღმდეგია.

არგენტინა პირველი ლათინოამერიკული ქვეყანაა, რომელმაც სენატში, 14 საათიანი დებატის შემდეგ, ჰომოსექსუალური ქორწინება დააკანონა (ერთსქესიანი ქორწინება მექსიკაში 2010 წლიდან გახდა ლეგალური).

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან