ერთსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანის უფლება აქვთ
17 08 2010

ორშაბათს მეხიკოს უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც შეუღლებულ ერთსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანის უფლება მიეცათ.

მეხიკოს მემარცხენე მერმა მარსელო ებრარდმა, რომელიც სავარაუდოდ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, წელს წარადგინა კანონპროექტი, რომლის წყალობითაც მეხიკო პირველი ლათინოამერიკული დედაქალაქი გახდა, სადაც ერთსქესიან წყვილებს ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლება ენიჭებათ.

მექსიკის მმართველი ეროვნული პარტია და კათოლიკური ეკლესია ორივე კანონს ეწინააღმდეგებოდა, რადგან, მათი აზრით, ამგვარი კანონები სავალალო იქნება ტრადიციული ოჯახებისათვის.

აქტივისტები თვლიან, რომ ეს კანონმდებლობა იმის ნიშანია, რომ ჰომოსექსუალობისადმი დამოკიდებულება ტრადიციულ ლათინურ ამერიკაში იცვლება.

წყარო:

http://news.yahoo.com/s/nm/20100817/ts_nm/us_mexico_adoption



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია