სლავური პრაიდის აკრძალვა მინსკში
13 05 2010

8 მაისს, მინსკში სლავური პრაიდის ორგანიზატორებმა ბატონ მიხაილ ტიტენკოვისგან (მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი) მიიღეს წერილი პრაიდის ჩატარების აკრძალვის თაობაზე. წერილში მიზეზადაა მოყვანილი ბელორუსიის რესპუბლიკის კანონის მეცხრე მუხლი, რომელშიც ნათქვამია ” საჯარო ღონისძიებები არ არის ნებადართული მიწისქვეშა და საგზაო გადასასვლელებიდან და აგრეთვე მეტროს სადგურებიდან 200 მეტრზე ნაკლებ მანძილზე”.ამავე დროს ბელორუსიის კონსტიტუცია იცავს თავისუფალი თავშეყრის უფლებასაც. ბელორუსია ევროკავშირთან ”აღმოსავლეთ პარტნიორობაშია” შესული, რაც მიზნად ისახავს ბელორუსიასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაძლიერებას. ამ პარტნიორობის ფარგლებში ბელორუსია დათანხმდა დემოკრატიის გავრცელების, ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და საზოგადოების განვითარების მისიას.

წყარო:

http://www.ilga-europe.org/home/news/latest_news/ban_of_slavic_pride_2010_in_minsk



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის