ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი - “საფოს დღიურები“
21 06 2011

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ ფონდ „მამა ქეშის“ მხარდაჭერით დაიწყო ყოველთვიური ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის გამოცემა. საინფორმაციო ბიულეტენი განკუთვნილია ქალთა კლუბის წევრთათვის და მისი შინაარსიც ამან განაპირობა: ორგანიზაციაში ჩატარებული „ქალთა კლუბის“ შეხვედრების მიმოხილვა, საერთაშორისო სიახლეები ლბტ და ქალთა საკითხებზე, ასევე, თვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ქალთა და ლგბტ აქტივიზმის სფეროში.

საინფორმაციო ბიულეტენიში იხილავთ ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ და შემდგომი თვის „ქალთა კლუბის“ შეხვედრების ანონსს.

საინფორმაციო ბიულეტენიი ქართულენოვანია და ელ.ფოსტით ეგზავნება ქალთა კლუბის წევრებს - ლბტ ქალებს და მათ მხარდამჭერებს.

ვებ-გვერდზე განთავსებულია „საფოს დღიურების“ PDF. ვერსია, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

http://lesbi.org.ge/en/newslette/

. . . .



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"