ჩრდილოვანი ანგარიში CEDAW კომიტეტისთვის
24 04 2012

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ გამოსცა CEDAW კომიტეტისთვის მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიშის ვრცელი ვერსია, რომელიც ასახავს ლბტ ქალთა მდგომარეობას საქართველოში. ანგარიში მომზადდა და გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით. სექსუალური ორიენტაცია/გენდერული იდენტობა, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის საფუძველი უკვე ჩართულია ადამიანის უფლებათადაცვით სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებსა და რეკომენდაციებში. ლბტ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW), რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 1994 წელს მოახდინა. 2001 წლამდე CEDAW კომიტეტმა არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სექსუალურ ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ქალთა დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. 2008 წლიდან კი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ლბტ ჯგუფთან დაკავშირებულ სპეციფიურ საკითხებს. ანგარიში ეფუძნება საქართველოში ლბტ ქალთა უფლება¬თა დარღვევების შესახებ WISG-ის მიერ დოკუმენტირებულ მასალებს, ინტერვიუებსა და ფოკუს-ჯგუფის შედეგებს ლბტ ჯგუფის წევრებთან, ინტერვიუებს ლგბტ და მომიჯნავე საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სპეციალისტებთან, სახალხო დამც¬ველის აპარატის წარმომადგენელთან. ანგარიშში ასევე გამოყენებულია WISG–ის მიერ 2003, 2006, 2007-10, 2011 წლებში ჩატარებული მედიაკვლევები, დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტისა და საერთაშორისო საკონსულ¬ტაციო ჯგუფის COWI–ის ერთობლივი ანგარიშები ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და სექ¬სუ¬ალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკ¬რი¬მი¬ნაციის შესახებ საქართველოში (საკანონმდებლო და სოციოლოგიური ანალიზი. 2010). ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს ლბტ ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებაში კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ქართულენოვანი ანგარიშის ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე წყარო: http://women.ge/2012/04/23/lbt_cedaw_report_georgia/


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი