"ორიენტაციის გამო ადამიანს ვინმე თავს დაესხას, ეს ბარბაროსობაა"
11 05 2013
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი დავით პაიჭაძის გადაცემა “დიალოგებში” გააკეთა. წულუკიანის თქმით, შეკრების თავისუფლება აქვს ყველას თუკი ისინი არ არღვევენ კანონს, არ მოუწოდებენ ძალადობისა და შუღლისკენ და ა.შ. მიუხედავად იმისა როგორი მრწამსის და როგორი სექსუალური ორიენტაციისაა ადმიანი. იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს ადამიანები გამოდიან, რათა თქვან "გამარჯობა, ჩვენ ვარსებობთ," რადგან ისინი ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვეპლები, მათ შორის თავიანთი მშობლების მხრიდანაც. ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა ბიჭი იღვიძებს და ხვდება, რომ მას ქალი კი არ მოსწონს, მოსწონს კაცი. ასეთი რაღაცები არსებობს, ეს ამ ადამიანების გამოგონილი არ არის. როდესაც ადამიანი იღვიძებს ასეთი განცდით და იმის გათვითცნობიერებით, რომ მე ვარ უმცირესობა. არ შეიძლება რომ ამის გამო მას ვინმე თავს დაესხას, გალახოს, რადგან ეს არის ბარბაროსობა. ეს არ არის ჩვენი ქართული საზოგადოების სახე, მე ამის მწამს,” - აღნიშნა წულუკიანმა, - “ვეთანხმები აზრს, რომ ამ დაძაბულ კონტექსტში მათ მაქსიმალურად გონივრულად უნდა დაგეგმონ აქცია. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმ ორ ძირითად პრინციპზე რაც ვახსენე, რომ არა ძალადობას და ყველას აქვს დაცული პირადი ცხოვრების უფლება, მაშინ ყველამ უნდა იკისროს თავისი ვალდებულებები. მიუხედავად იმისა, რომ მჯერა პოლიცია შეასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ შეიძლება, რომ გამოსვლა იყოს გამომწვევი და გამაღიზიანებელი, რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი ისედაც გაღიზიანებულია. მე მათ მოვუწოდებდი, ზომიერებისკენ.”


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება