მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
ირანელ აქტივისტს პატიმრობა მიუსაჯეს
21 09 2010

ირანის სასამართლომ ადამიანის უფლებათა გამოჩენილ აქტივისტს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, განაცხადა ირანის საინფორმაციო სააგენტომ.

ILNA-ს საინფორმაციო სააგენტომ, შაბათს განაცხადა, რომ ქალბატონი შივა ნაზარ აჰარის ბრალი დასდეს ირანის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, ანტისამთავრობო პროპაგანდასა და ღმერთის წინააღმდეგ გალაშქრებაში, რაც შარიათის კანონით სიკვდილითაც კი ისჯება.

ნაზარ აჰარი, 26 წლის თეირანის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დამაარსებელი, დეკემბერში დააკავეს, მაშინ როცა იგი აიათოლა ჰოსეინ ალი მონთაზერის დაკრძალვაზე მიემართებოდა. მონთაზერი მწვანეთა მოძრაობის სულიერი მოძღვარი იყო, რომელიც მოჰამად აჰმადინეჟადის ხელმეორედ პრეზიდენტად არჩევას ეწინააღმდეგებოდა.

გარდა თავისუფლების აღკვეთისა, ნაზარ აჰარიმ $400-ის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს, ან 74 მათრახით დაისაჯოს, ამბობს მოჰამად შარიფი, მისი ადვოკატი.

წყარო:http://awid.org/eng/Women-s-Rights-in-the-News/Women-s-Rights-in-the-News/Jail-sentence-for-Iran-activist