მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაძლოა საიტი ფუნქციონირებდეს ხარვეზებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
4 ოქტომბერი: ლესბოსელთა საერთაშორისო დღე
05 10 2013
4 ოქტომბერი: ლესბოსელთა საერთაშორისო დღე ავსტრალიაში აღმოცენებული ლესბოსელთა საერთაშორისო დღის წარმომავლობა დღემდე უცნობია, თუმცა ეს დღე ფართოდ აღინიშნება ლესბოსელებისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველი წლის 4 ოქტომბერს. ბრიზბეინში ამ დღესასწაულის აღნიშვნა შუადღისას დაიწყება, ქუინსლენდის ლესბოსური ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით. ფესტივალი ლესბოსური გამოფენით დაიწყება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ლესბოსელი მხატვრები, პროდუქცია, ჯგუფები, ღონისძიებები და ბევრი სხვა რამ. „ ეს განსაკუთრებული დღეა ლესბოსელებისა და მათი მეგობრებისთვის, ამიტომ ყველას ვეპატიჟებით მოვიდეს და ქალთა ამ შესანიშნავ ჯგუფთან ერთად აღნიშნოს ეს დღე!“ განუცხადა სააგენტო QNews-ს ლესბოსელთა საერთაშორისო დღის სპიკერმა მონიკ ფორესტმა. წყარო