ისრაელმა ტრანსგენდერი კაცი ბიოლოგიურ მამად სცნო
18 09 2013

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეცედენტული ნაბიჯი გადადგა და ორწლიანი ლეგალური დავის შემდეგ, ბავშვის ბიოლოგიურ მამად ორი კაცი სცნო. ამ ნაბიჯის გადასადგმელად, საჭირო გახდა სახელმწიფოს მიერ საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მშობლის დედად ცნობა, სანამ იურიდიულ დოკუმენტებში მშობელი მის გენდერულ განსაზღვრებას „მამად“ შეიცვლიდა. ტრანსგენდერმა კაცმა იუვალ ტოპერმა ბავშვი 2011 წელს გააჩინა. მის პარტნიორთან ერთად მან სცადა ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებად დარეგისტრირება, მაგრამ სახელმწიფომ უარი განაცხადა მისი პარტნიორის, მატანის, ბიოლოგიურ მამად ცნობაზე. სამინისტრო ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებად მამრობითი სქესის წარმომადგენელ ორ პირს არეგისტრირებდა. საბოლოოდ პრობლემა მაინც გადაწყდა და იუვალმა დასარეგისტრირებლად ჯერ მდედრობითი სქესის წარმომადგენლად მოახდინა იდენტიფიცირება, შემდეგ კი რეგისტრაცია მამრობითი სქესით შეიცვალა. ამ პროცესის განმავლობაში მათ დახმარებას უწევდნენ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი და ისრაელის მმართველი პარტია "ლიკუდის" დეპუტატი მირი რეგევი. წყარო


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა