ქალთა კლუბის დისკუსია
16 09 2009
ოთხშაბათს, 9 სექტემბერს “ფონდ ინკლუზივის” ოფისში “ქალთა კლუბის” ტრადიციული დისკუსია გაიმართა. შეხვედრა “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ იყო ორგანიზებული.

დისკუსიის თემა გახლდათ - “რეპრეზენტაცია და თვითრეპრეზენტაცია”.

ვინაიდან შეხვედრაზე დამსწრეთა შორის ბევრი ახალი წევრი იყო, ფასილიტატორმა დამწრეებს შესთავაზა თამაში, რომელიც ერთი მხრივ, დაეხმარებოდა კლუბის ახალ და ძველ წევრებს გაეცნოთ ერთმანეთი და მეორე მხრივ, თითოეულ მათგანს შესაძლებლობა მიეცემოდა უკეთ გაეაზრებინა საკუთარი უნიკალურობა. თვითეული ნიშან-თვისება მონაწილეებმა თავად შეაფასეს როგორც პოზიტიური, ნეიტრალური და ნეგატიური. ასევე გამახვილდა ყურადღება იმაზე თუ რა მახასიათებლებს იყენებდნენ მონაწილეები: სოციალურ სტატუსს, ფოზოკურ მახასიათებლებსა თუ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს.

საკუთარი თავის რეპრეზენტირების გარდა, თამაში ითვალისწინებდა საკუთარი თავის დახასიათებას მშობლებისა და მეგობრის პოზიციიდანაც. გასნხვავებები ამ სამ პოზიციას შორის, დისკუსიის თემად იქცა: რა უდევს საფუძვლად გარშემომყოფთა პოზიციიდან დანახულ სურათს და რა გავლენას ახდენს ის ჩემს თვითაღქმაზე. დისკუსიის მიმდინარეობისას გამოიკვეთა მომავალი შეხვედრის თემაც: როგორ გავუწიოთ წინაამდეგობა ზეწოლას და როგორ ვუპასუხოთ ვერბალურ აგრესიას.

თამაშში უკვლებლივ ყველა მონაწილე ჩაერთო. იგი ენერგიულად წარიმართა, რადგან დიდი ინტერესი გამოიწვია კლუბის წევრებს შორის.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ მონაწილეებმა ურთიერთობა განაგრძეს არაფორმალურ გარემოში.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა