გლობალურ პროტესტს თბილისიც შეუერთდა
06 08 2010

დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ 30-მდე ადამიანი შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ გამოეხატათ პროტესტი ირანში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ორგანიზატორებმა ღია მიმართვა მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის,  საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე, რომელსაც საპროტესტო აქციის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. (მიმართვის სრული ტექსტის სანახავად მიჰყევით ბმულს).

რიგით მესამე პროტესტი, საქინე მოჰამადი აშთიანისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად დაგეგმილი გლობალური აქციის ნაწილი იყო. გლობალური აქციის მონაწილეებმა თხოვნით მიმართეს თავიანთი ქვეყნის ხელისუფლებას  დაეფიქსირებინათ მკაფიო პოზიცია ირანის ისლამურ რეასპუბლიკაში ადამიანთა დევნის, წამების და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები ღია მიმართვის გავრცელებას სოციალური ქსელების მეშვეობითაც აპირებენ.

რაც შეეხება პროტესტის ფორმას, იგი 25 წუთი გრძელდებოდა. ცენტრალურ ფიგურას კი წარმოადგენდა მიწაზე მჯდარი, თეთრ ზეწარში გახვეული, ქვებით გარშემორტყმული, ჩასაქოლად მომზადებული ქალის სიმბოლო. მის უკან კი ეკიდა ნიშანი წარწერით “სიკვდილის რიგი”, რომელსაც მოსდევდა მონაწილეები იმ ადამიანების სახელებით ხელში, ვინც ირანში სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშე დგას.

რამოდენიმე მედია-კომპანიამ გააშუქა საპროტესტო აქცია რადიო თავისუფლება: www.tavisupleba.org ონლაინ ჟურნალი: www.netgazeti.ge ონლაინ საინფორმაციო ვებგვერდი: www.civil.ge ჟურნალი ლიბერალი: www.liberali.ge წყარო: http://women.ge/2010/08/05/tbilisi-joined-the-global-protest/


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან