სლოვაკეთმა არ უნდა დაუშვას ჰომოფობიური კანონპროექტის მიღება
27 02 2014
მომავალ კვირას სლოვაკეთის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ქორწინების კონსტიტუციური განსაზღვრების ‘ქალსა და კაცს’ შორის კავშირად შეზღუდვას გულისხმობს. კანონპროექტი პარლამენტში ოპოზიციურმა "ქრისიტან-დემოკრატთა მოძრაობამ" 2014 წლის იანვარში წარადგინა . მმართველი "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებმა, მათ შორის მინისტრებმა, განაცხადეს, რომ კანონპროექტს საკმარისი მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, საფრთხე, რომ სლოვაკეთი ქორწინების კონსტიტუციურ განსაზღვრებას შეზღუდავს, რეალურია. ილგა-ევროპა სლოვაკ პარლამენტარებს მოუწოდებს, არ დაუშვან დისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება. სლოვაკეთში ერთი სქესის წყვილებს მათი ურთიერთობის ლეგალურ აღიარებაზე ხელი არ მიუწვდებათ. ილგა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, გაბი კაიეხამ, განაცხადა: „სლოვაკეთის ეს ნეგატიური მიმართულება შემაშფოთებელია. მსგავსი ცვლილებები დისკრიმინაციულია. ცხადია, რომ მათი საფუძველი არაა ოჯახებზე გულწრფელი ზრუნვა, არამედ ერთი სქესის პარტნიორების უფლებების აღიარებისა და დაცვისგან თავის დაზღვევა მომავალში. სანამ ევროპის დიდი ნაწილი ლგბტი ოჯახების სოციალურ მიმღებლობასა და ლეგალურ აღიარებაზე პროგრესით მუშაობს, სლოვაკეთი საპირისპირო ტენდენციას უერთდება შეზღუდვების, აკრძალვებისა და დისკრიმინაციის გაძლიერებით.“ ილგა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პაულო კორტე-რეალმა, დასძინა: „მსგავსმა შემზღუდველმა ცვლილებებმა ლატვიის, უნგრეთისა და ხორვატიის კონსტიტუციებში, გვაჩვენა, რომ ეს ცვლილებები წამოწყებულია რელიგიური ექსტრემისტებისა და ულტრა-კონსერვატორების მიერ, რომლებიც ძალღონეს არ იშურებენ და კონსტიტუციაში ცვლილებებისა და რეფერენდუმების გამოყენებით თავიანთ ვიწრო ჰომოფობიურ დღის წესრიგს მიჰყვებიან. სლოვაკმა პარლამენტარებმა თავიდან უნდა აიცილონ კიდევ ერთი ქვეყნის ასეთ პოპულისტურ ჰომოფობიურ მახეში გაბმა და უკუაგდონ კანონპროექტი.“ წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება