საქართველო: მნიშვნელოვანი ცვლილება კანონპროექტში
16 03 2012

2012 წლის 12 მარტს გენდერული თანასწორობისა და ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია “იდენტობამ” საგანგებო განცხადებით მიმართა სისხლის სამართლის 53–ე მუხლის შესახებ ახალი კანონპროექტის ავტორებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, ბატონ ზვიად კუკავას და კახა ანჯაფარიძეს, სისხლის სამართლის კოდექსის დამამძიმებელ გარემოებებში რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივთან ერთად გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივის შეტანის შესახებ.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის მეორე მოსმენა გაიმართა, სადაც პარლამენტარებს აღნიშნული რეკომენდაციის გაზიარებისკენ “იდენტობას” იურისტმა – ლევან კოკაიამ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანმა, თათული თოდუამ, სიტყვით გამოსვლისას მოუწოდეს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და კანონპროექტის ტექსტში ჩაამატა სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა.

„იდენტობა“ იმედოვნებს, რომ „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ დარჩება კანონპროექტის საბოლოო ტექსტში, რომელსაც მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტი შემდეგ კვირას მიიღებს.

წყარო: http://identoba.ge/5715



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი