„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ პროექტმა „მატრა“–ს პროგრამაში გაიმარჯვა
12 07 2011

პროექტის განხორციელება, რომელიც საზოგადოებაში ლბტ (ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) ქალების და მათთან დაკავშირებული საკითხების ხილვადობის გაზრდას ისახავს მიზნად, 2011 წლის ნოემბერში დაიწყება.

პროექტი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია ტრენინგებისა და ვორკშოპების ციკლი ლბტ ჯგუფისა და მათი მხარდამჭერებისათვის. მეორე და მესამე ეტაპი უკვე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული აქტივობებია.

პროექტით გათვალისწინებულია კვირეულის ორგანიზება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ფლეშ–მობებს, ფოტოგამოფენას, მრგვალ მაგიდას და სხვა ღონისძიებებს ერთი სლოგანის ქვეშ – „ლბტ უფლებები – ქალთა უფლებებია“ – გააერთიანებს.

მაისში, ჰომოფობიის საერთაშორისო დღისადმი (IDAHO) მიძღვნილი ღონისძიებები უფრო ფართო მასშტაბის იქნება და ფლეშ–მობებისა და ფოტოგამოფენის გარდა გულისხმობს კინოკლუბებისა და საჯარო დისკუსიების ორგანიზებას. ბოლო ეტაპზე დაგეგმილია პროექტის აქტივობების ამსახველი 16 წუთიანი დოკუმენტური ფილმის მომზადება და ლბტ თემის და მათი მხარდამჭერების მიერ გადაღებული თემატური ფოტოების კატალოგის გამოცემა.

წყარო: „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"