შვედეთში ტრანსგენდერი ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ
29 04 2016

გუშინ შვედეთის მთავრობამ ინიციატივის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად იძულებითი სტერილიზაციის მსხვერპლი ტრანსგენდერი ადამიანები შვედეთის სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ. ინიციატივას, რომელიც წარსულში დაშვებული შეცდომების  - ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ფიზიკურ ხელშეუხებლობის უფლების დაღვევა - გამოსწორებას ისახავს მიზნად „ტრანსგენდერი ევროპა“ (TGEU) მიესალამა.

2013 წლამდე, შვედეთში იძულებითი სტერილიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებებს უხეშად ლახავს, აუცილებელი წინაპირობა იყო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის. 2013 წელს 160-მა ადამიანმა, რომლემბსაც გავლილი ჰქონდათ იძულებითი სტერილიზაციის პროცედურები, სახელმწიფოსგან კომპენსაცია მოითხოვა.

საბოლოოდ, ხანგრძლივი პოლიტიკური განხილვების შემდეგ, სახელმწიფომ ტრანსგენდერი ადამიანების მოთხოვნის საპასუხოდ სპეციალური კანონი მიიღო, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანს საშუალებას აძლევს კომპენსაციის მოთხოვნით მიმართოს სახელმწიფოს.

TGEU-ის თანათავმჯდომარე ალექს რეჩერი შვედეთის მთავრობას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ახალმიღებული კანონმდებლობის აღსრულება.

„ეს საკანონმდებლო აქტი ევროპაში მცხოვრები ტრანსგენდერებისთვის დიდი იმედია. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კომპენსაცია მათ სხეულს ძველ მთალინობას ვერ დაუბრუნებს, შვედეთის მთავრობა საბოლოოდ იღებს პასუხისმგებლობას იმ ტკივილზე, რომელიც იძულებითი სტერილიზაციის პრაქტიკამ გამოიწვია.“

TGEU-ის პოლიტიკის უფროსი ოფიცერი რიჩარდ კიოლერი დასძენს, რომ ორგანიზაცია ევროპის კიდევ 24 ქვეყანას მოუწოდებს, აკრძალონ იძულებითი სტერილიზაციის პრაქტიკა.

დღესდღეობით, ტრანსგენდერი ადამიანებისგან იძულებით სტერილიზაციას ევროპის 24 ქვეყანა ითხოვს, რაც ტრანსგენდერთა უმრავლესობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს გენდერული იდენტობის ლეგალურად აღიარებისთვის. ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, ნორვეგია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვეიცარია, თურქეთი და უკრაინა.

ტრანსგენდერი ან ტრანსი არის ქოლგა ტერმინი იმ ადამიანებისთვის, რომელთა გენდერული იდენტობა ან გენდერული თვითგამოხატვა განსხვავდება დაბადებისას მინიჭებული სქესისგან.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან