სასწრაფო ფოსტა
08 06 2009

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საინტერესო წიგნი გამოქვეყნდა სახელწოდებით – “Bareed Mista3jil: True Stories”, რაც არაბულიდან ითარგმნება, როგორც “სასწრაფო ფოსტა”, ხოლო ინგლისურიდან - როგორც “ნამდვილი ისტორიები”. იგი ლიბანში მცხოვრები ლესბოსელი, ბისექსუალი და “ქვიარ” ქალებისა, და ტრანსსექსუალი ადამიანების შესახებ პირველი ოფიციალური გამოცემაა. წიგნი დაიბეჭდა ლიბანური ლბ ორგანიზაცია “მიიმის” მიერ, ხოლო მისი პრეზენტაცია, რომელიც 30 მაისს ქ. ბეირუთშივე შედგა, სხვა ადგილობრივი უფლებათა დამცველი ჯგუფების: “ფემინისტური კოლექტივისა” და “დამოუკიდებელ აქტივისტთა ლიგის” ხელმძღვანელობით ჩატარდა. საღამოზე, რომელსაც 400-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, სხვადასხვა ნაწყვეტები წაიკითხეს წიგნიდან.

ლიბანში მცხოვრები ლესბოსელი, ბისექსუალი და “ქვიარ” ქალებისა, და ტრანსგენდერი ადამიანების 41-მდე რეალური, პირადი ისტორიის ერთ კრებულად გამოცემა, როგორც წიგნის ვებ-გვერდზე განთავსებული მიმოხილვა გვამცნობს, “მითების გაფანტვასა და ლიბანის სხვადასხვა საზოგადოებებში უხილავად და ჩუმად არსებულ სიცოცხლეთა იმედის წარმოჩენას” ისახავს მიზნად.

“სასწრაფო ფოსტა” ინგლისურ და არაბულენოვანია და იგი ივნისის დასაწყისიდან უკვე იყიდება ლიბანის ყველა მსხვილ წიგნის მაღაზიაში. უახლოეს მომავალში, მისი ინტერნეტით შეძენაც გახდება შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ წიგნის ვებ-გვერდს.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი