გერმანია დაბადების მოწმობაში მესამე გენდერის შემოღებას გეგმავს
19 08 2013
ნოემბრიდან გერმანია პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც დაბადების მოწმობებში „მესამე სქესის“ არჩევანს შესთავაზებს მოსახლეობას. ახალი გერმანული კანონის მიხედვით, აღარ იქნება სავალდებულო „გაურკვეველი გენდერული მახასიათებლებით“ დაბადებული ბავშვების მოთავსება „მამრობით“ ან „მდედრობით“ კატეგორიაში. ამის ნაცვლად, მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ საერთოდ არ მიუთითონ სქესი შვილის დაბადების მოწმობაში. ეს ადამიანები შემდგომში თავად შეძლებენ გადაწყვიტონ რომელ გენდერთან სურთ თავის გაიგივება. გერმანულმა საოჯახო ჟურნალმა FarMZ გააკრიტიკა ეს ახალი ინიციატივა და მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც მესამე გენდერის არჩევანი ლეგალური გახდება გერმანიაში, ის ადამიანები, ვინც ამ ვარიანტს აირჩევენ, ბევრ ბიუროკრატიულ პრობლემას გადააწყდებიან საზღვარგარეთ მოგზაურობისას. ჯგუფის შემოთავაზებაა, რომ გერმანიამ გამოიყენოს X მესამე გენდერის აღსანიშნად შესაბამისი ინდივიდების პასპორტებში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ბევრ თავის მეზობელთან შედარებით პროგრესულად ითვლება, მისი კანონი ხშირად ვერ ეწევა საზოგადოებრივ აზრს. მაგალითად, ერთი სქესის პარტნიორთა შორის ქორწინება ჯერ კიდევ არ არის დაკანონებული, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელების 74% მსგავს კანონმდებლობას მიესალმება. თუმცა კანონიერია სამოქალაქო პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც პარტნიორებს ისეთივე საგადასახადო შეღავათები ენიჭებათ, როგორც დაქორწინებულ წყვილებს. წყარო


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან