უპრეცედენტო საგრანტო კონკურსი
10 11 2009
2 ნოემბერს საქართველოში პირველად ადგილობრივმა ფონდმა – “ქალთა ფონდი საქართველოში” საგრანტო კონკურსი გამოაცხადა ქალთა სექსუალურ და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის დასაძლევად.

ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებული საკონკურსო განცხადების მიხედვით, კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მოიაზრებს ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლბტ) ადამიანების უფლებების დაცვასა და ამ ჯგუფების წარმომადგენელთა გაძლიერებას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალთა ორგანიზაციებს, ლგბტ ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ინდივიდებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებების კუთხით. საგრანტო პროგრამის გეოგრაფიული ფოკუსია საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები.

კონკურსი მიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს, მათ შორის, კვლევით, საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობებს; ვორკშოფებს, სემინარებს, კამპანიებსა და არტ-ინიციატივებს; ასევე, აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ჯგუფების ხილვადობის გაზრდას, გაძლიერებას და ადვოკატირებას მათი უფლებების დასაცავად.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები ინდივიდებისა და ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის ქართულ და რუსულ ენებზე ხელმისაწვდომია “ქალთა ფონდის საქართველოში” ვებ-გვერდზე: www.womenfundgeorgia.org.

 


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი