ჩრდილოეთ ირლანდია გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანაზე აკრძალვას აუქმებს
13 12 2013
ჩრდილოეთ ირლანდიამ სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფ ჰომოსექსუალ წყვილთათვის ბავშვის შვილად აყვანაზე აკრძალვა გააუქმა. ჰომოსექსუალ და ქორწინებაში არმყოფ წყვილებს ამიერიდან ისევე შეუძლიათ ბავშვის შვილად აყვანა, როგორც ჰეტეროსექსუალ, ქორწინებაში მყოფ წყვილებს შეეძლოთ აქამდე. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მინისტრი ედვინ პუტსი დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ „იმედგაცრუებული“ იყო გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს მიერ მისი იმ მოთხოვნის უარყოფით, რომელიც ერთი სქესის წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანის აკრძალვას ითვალისწინებდა. ჩრდილოეთ ირლანდიაში კანონი აქამდე ბავშვის შვილად აყვანის უფლებით სარგებლობის საშუალებას მხოლოდ მარტოხელა გეებსა და ლესბოსელებს აძლევდა, მაგრამ არა სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფთ. ბელფასტის სააპელაციო სასამართლომ პუტსის მიერ 2013 წლის ივნისში წარდგენილი მოთხოვნა უარყო. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალვა ურთიერთობის სტატუსის საფუძველზე იყო დისკრიმინაციული და ჰომოსექსუალ წყვილთა უფლებების უხეში დარღვევა. წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"